png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

„დარისპანის გასაჭირი“ აზერბაიჯანულ ენაზე

  • კულტურა
  • 26.08.2016
  • 20:35
„დარისპანის გასაჭირი“ აზერბაიჯანულ ენაზე
მსახიობ ლაურა რეხვიაშვილს არაერთი კინო თუ თეატრალური როლი აქვს შესრულებული, თუმცა, ბაბულა, გიორგი შენგელაიას ფილმში „სიყვარული ყველას უნდა“, ქართველმა მაყურებელმა განსაკუთრებულად შეიყვარა და დაიმახსოვრა. მსახიობი, ახალი როლისთვის ემზადება და მალე იგი სპექტაკლში „დარისპანის გასაჭირი“ ითამაშებს.
ქართული თეატრალური ხელოვნებისთვის ძალიან რეპერტუარული პიესაა, თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგმება და სპექტაკლში ლაურა რეხვიაშვილი მართას როლს აზერბაიჯანულ ენაზე ითამაშებს. მას პარტნიორობას გაუწევენ-ასლან მამედოვი, ლეილა კასუმოვა, თურგაი ველი-ზადე, ნამიკ მუსაევი და სხვა ახალგაზრდა აზერბაიჯანელი მსახიობები.
სპექტსკლის რეჟისორია თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვარლამ ნიკოლაძე. იგი, 25 წელი თურქეთის რესპუბლიკაში მუშაობდა. ვარლამ ნიკოლაძეს თურქეთის დიდ ქალაქებში ბევრი სპექტაკლი აქვს დადგმული, მათ შორის ერთ-ერთი „დარისპანის გასაჭირია“. თბილისში დაბრუნების შემდეგ პიესა აზერბაიჯანულად ათარგმნინა და დაიწყო სპექტაკლზე მუშაობა. კლდიაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ დრამატურგიაში. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა კომედიამ „დარისპანის გასაჭირი“, რომელიც წარმატებით იდგმება ქართული თეატრების სცენებზე.
თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრიც ახალ სეზონს სექტემბერში ამ სპექტაკლით გახსნის, მაგრამ ავარიული შენობისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის გამო, პრემიერას კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში ითამაშებენ და მაყურებელსაც იქ უმასპინძლებენ.
თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანულ დრამატულ თეატრს პირობების არარსებობის გამო-განადგურებული ინფრასტრუქტურით, სცენისა და მაყურებელთა დარბაზის არარსებობით გამოწვეული პრობლემებით, დასს არ შეუძლია სპექტაკლების თამაში და მაყურებლის მიღება თეატრის ფაქტობრივ მისამართზე, რადგან არ გააჩნიათ გამართული, ტექნიკურად აღჭურვილი სცენა და დარბაზი. სცენისა და დარბაზის დაქირავებისთვის კი ფულია საჭირო, რაც უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ თეატრს, რომლის წლიური ბიუჯეტი თანამშრომელთა ხელფასებისთვის ძლივს ჰყოფნით, არ გააჩნია.
როგორც "პრაიმნიუსჯორჯიას" თბილისის აზერბაიჯანული თეატრის პრეს-სამსახურში განუცხადეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, შესაძლებლობების ფარგლებში, თეატრს ერთჯერადად ეხმარება და უფინანსებს სხვადასხვა პროექტებს, მსახიობებს საერთაშორსო თეატრალურ ფესტივალებში მონაწილეობისთვის გასამგზავრებელ თანხასაც აძლევს.
სწორედ, ამ პროექტის მხარდამჭერიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა! 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge