png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

აბრეშუმის გზის ფორუმის მე-5 პანელზე საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს

  • ეკონომიკა
  • 16.10.2015
  • 16:18
აბრეშუმის გზის ფორუმის მე-5 პანელზე  საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს

 

თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმი 16 ოქტომბერს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისადმი მიძღვნილი სესიით გაგრძელდა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. პანელზე ასევე მოხსენებით წარსდგა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიან-უიღურეთის ავტონომიური ოლქის გუბერნატორი შოხრატ ზაკირი, რომელმაც ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაში აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პროექტი ასევე ხელს შეუწყობს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანია მხარი დავუჭიროთ ქართულ კომპანიებს, რათა მათ მაქსიმალურად შეძლონ ახალი კავშირების დამყარება,  შექმნან მულტილატერალური ბიზნესები, ხელი შეუწყონ ტექნოლოგიურ განვითარებას, გამოავლიონ ახალი შესაძლებლობები, რათა წვლილი შეიტანონ როგორც საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ასევე აბრეშუმის გზის აღორძინებაში.

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი გამოვიდა ინიციატივით, რათა შექმნილიყო აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ამ სარტყელში მოხვდებიან. ეს გულისხმობს რეგიონში თანამშრომლობის გაძლიერებას. ჩინეთი დაინტერესებულია ამ თანაშრობლობის გაფართოებით და ასევე მისი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარების ხელშეწყობით.

ამიტომ ჩვენ გამოვედით ამ პროგრამით, რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს იმ ქვეყნებს, რომლებსაც აბრეშუმის გზა გადაკვეთს. ეს პროექტი ხელს შეუწყობს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას“ - აღნიშნა შოხრატ ზაკირმა.

მისი თქმით, ბიზნესებმა და მეწარმეებმა, რომლებიც ფორუმზე არიან წარმოდგენილნი, უნდა მოძებნონ საკუთარი ნიშა, დაიმკვიდრონ საკუთარი უნიკალური პოზიცია ამ ბაზარზე, გამოიყენონ ახალი ბიზნესშესაძლებლობები. როგორც გუბერნატორმა განაცხადა, ჩინეთი გახდა უფრო გახსნილი, გამჭვირვალე, და ის ცდილობს, რომ აბრეშუმის გზა იყოს იყოს არა ჩინეთის სოლო ინიციატივა, არამედ იყოს ქვეყნების სიმფონია.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მონაწილე ქვეყანას აქვს უნიკალური როლი, რომელიც მან უნდა შეასრულოს და ყველა ქვეყანა მიიღებს შესაბამის სარგებელს. ეს იქნება ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა. აუცილებელია, რომ კოორდინირებული იყოს სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკა და სტრატეგია. უნდა არსებობდეს რეგიონალური და სუბრეგიონალური კოორდინაციის მექანიზმები, რომლებიც გააძლიერებენ ერთმანეთს.

თავდაპირველად აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი იყო იდეა, პოლიტიკური პრინციპი და იმისათვის, რომ ეს იდეა განხორციელდეს, ჩვენს დასაყრდენს წარმოადგენს ბიზნესი. ყველა მთავრობა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს დასაქმების ზრდას, სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელსეწყობას, საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანას. შესაბამისად, მთავრობებმა ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო უნდა შექმნან. მთავრობებისა და ბიზნესის ინტერესები ერთმანეთს უნდა დაემთხვეს“ - განაცხადა გუბერნატორმა.

როგორც შოხრატ ზაკირმა აღნიშნა, აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განვითარების პროცესში ბაზრები უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რესურსების სწორი გადანაწილება. მისივე განცხადებით, მთავრობებმა უნდა შექმნან ისეთი პირობები, რომლებიც საბაზრო მექანიზმების განვითარების სტიმულირებას მოახდენენ. „აუცილებელია პოლიტიკისა და რეგულაციების გაძლიერება ისეთ სფეროში, როგორიცაა გადასახადები, მიწის რესურსებით სარგებლობა, პროდუქტები, სტანდარტები და ა.შ. საბაჟო პროცედურები უნდა იყოს გამარტივებული, რათა ბიზნესმენს სხვადასხვა ქვეყანაში მარტივად შეეძლოს გადაადგილება და ბიზნესის წარმოება. ეფექტური პოლიტიკა ბარიერების აღმოფხვრის საშუალებას მოგვცემს და ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას“ - აღნიშნა ზაკირმა.

შოხრატ ზაკირმა თავის გამოსვლაში ასევე სინძიანის ავტონომიური ოლქის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, სინძიანი ძალიან ახლოს არის დასავლეთთან და მას დიდი პოტენციალი გააჩნია. „სინძიანი ჩინეთის ტერიტორიის ერთ მეექვსედზეა განლაგებული და ცენტრალური აზიის 8 ქვეყანას ესაზღვრება. 17 ა კლასის პორტი გვაქვს და 4 საერთაშორისო აეროპორტი, გვაქვს რკინიგზა, რომელიც უკავშირდება დასავლეთს, გაგვაჩნია გეოგრაფიული თვალსაზრისით კარგი მდებარეობა, კულტურის თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესონი ვართ. რაც შეეხება „ჰუალინგის“ ჯგუფს, მას გააჩნია გლობალური სტრატეგია, ის ძალიან ნაყოფიერად თანამშრომლობს აბრეშუმის გზის გასწვრივ მდებარე ქვეყნებთან. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი სხვა ბიზნესებისთვის ჩვენს პროვინციაში. ვინაიდან სინძიანს გააჩნია ყველა ეს უპირატესობა და საერთაშორისო თანამშრომლობის ძალიან კარგი გამოცდილება, ჩინეთის მთავრობამ მოახდინა სინძიანის ოლქის იდენტიფიცირება როგორც იმ ტერიტორიის, რომელიც იქნება საკვანძო ადგილი აბრეშუმის გზის განვითარების ხელშეწყობისთვის.

ჩვენ ძალიან დაინტერესებულები ვართ ამ ფორუმის წარმატებაში, ახლო მომავალში გვექნება ძალიან ღრმა დისკუსიები როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან“ - განაცხადა შოხრატ ზაკირმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge