png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ლევან იზორია: „ეს დღე უდიდესი შენაძენია ქართული არმიისთვის“

  • კონტაქტი
  • 02.09.2016
  • 16:18
ლევან იზორია: „ეს დღე უდიდესი შენაძენია ქართული არმიისთვის“

დღეიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 179 ოფიცერი შეემატა. იუნკერთა ბატალიონისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსდამთავრებულების ფიცის დადების ცერემონიალი გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

„ყოველთვის, როდესაც აქ თქვენთან ერთად ვარ, განსაკუთრებულად მიხარია და ვღელავ, რადგან ვიმყოფები ჩვენი ქვეყნის სიამაყის, თავდაცვისუნარიანობის, ჩვენი არმიის ინტელექტუალურ სამჭედლოში. იქ, სადაც მზადდებიან მომავალი ოფიცრები და სამშობლოს დამცველები. მადლობა იმისთვის, რომ აირჩიეთ ეს პროფესია. დიდი მადლობა იმისთვის, რომ გადადგით ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამსახურს და თითოეული მოქალაქის დაცვას ემსახურება. თქვენ დავით აღმაშენებლის სახელობის სასწავლებელში ხართ, თქვენ იუნკერების სახელს ატარებთ, თქვენ აგრძელებთ ჩვენი სახელმწიფოს განვითარების ტრადიციას, რომელიც საუკუნეების წინ მცირე, მაგრამ ამაყმა და მამაცმა ერმა დაიწყო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

აკადემიის კურსდამთავრებულებს დღევანდელი დღე თავდაცვის მინისტრმა მიულოცა და მათ ქართული არმიისთვის უდიდესი შენაძენი უწოდა. სიტყვით მიმართვისას ლევან იზორიამ იმ პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც მათ, როგორც ოფიცრებს, დღეიდან დაეკისრებათ: „ეს დღე უდიდესი შენაძენია ქართული არმიისთვის. იყო ოფიცერი - უდიდესი პასუხისმგებლობას, რომელიც თქვენ კიდევ უფრო დიდი ენერგიით იტვირთეთ. თქვენ ეს პასუხისმგებლობა გაწევთ არა მხოლოდ თქვენი მეგობრების, ოჯახის წევრების წინაშე, არამედ სრულიად საქართველოს წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად აიღებთ იმ კვალიფიკაციით, რაც აქ შეიძინეთ და ღირსეულად გაართმევთ თავს იმ ანთებული გულით და დიდი სიყვარულით, რომელიც თქვენ სამშობლოს მიმართ გაქვთ. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენი განვითარება ინსტიტუციურ გზაზე გადის, ხოლო თავდაცვითი განვითარება - სწორედ თავდაცვითი ინსტიტუტების განვითარებაზე. ამ ინსტიტუტებს კი სწორედ თქვენსავით კვალიფიციური, გულანთებული ოფიცრები ქმნიან“.

აკადემიის დასრულება კურსდამთავრებულებს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმაც მიულოცეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს განვითარებაში ახალგაზრდა ოფიცერთა კორსპუსმა დიდი წვლილი უნდა შეიტანოს.

ღონისძიება დიპლომების გადაცემის ცერემონიალით გაგრძელდა. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გამართულ საზეიმო ღონისძიებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, უწყების სხვა ოფიციალური პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.

დღეიდან კურსდამთავრებულებს ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება - ლეიტენანტი მიენიჭათ. იუნკერთა ბატალიონის IV კურსის კურსდამთავრებულებმა ასევე, მიიღეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ხოლო ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის კურსდამთავრებულებმა, რომლებიც კურსზე ჩაბარებამდე უკვე ფლობდნენ ბაკალავრის აკადემიური ხარისხს, ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლება მიიღეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge