png.ge
png.ge
png.ge
16+
29 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
29 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

პროტესტი მთელ საქართველოს უნდა მოედოს, რასაც ვეღარ გაუძლებს ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიული აპარატი  - გიგა ბოკერია

  • პოლიტიკა
  • 28.11.2026
  • 22:42
პროტესტი მთელ საქართველოს უნდა მოედოს, რასაც ვეღარ გაუძლებს ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიული აპარატი  - გიგა ბოკერია

„ივანიშვილის ინტერესები ქვეყნის მომავალთან შეუთავსებელია“ - ამის შესახებ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მყოფმა „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. 

როგორც მან "ტვ პირველს" განუცხადა, საზოგადოების აქტიური ნაწილი არ შეეგუება ქვეყნის საბჭოთა-რუსულ სივრცეში ჩარჩენასა და თავისუფალი სამყაროსგან მოწყვეტას.

ბოკერიას თქმით, დღევანდელი შეკრება ამის დასტურია, თუმცა მთავარი ამოცანაა, პროტესტი კიდევ უფრო ფართო გახდეს და მთელ საქართველოს მოედოს. მისი შეფასებით, "მხოლოდ რეჟიმის რეპრესიული აპარატის გატეხვის შემდეგ იქნება შესაძლებელი თავისუფალი არჩევნების მიღწევა და ქვეყნის განვითარება დამოუკიდებელი, თავისუფალი რესპუბლიკის გზით".

ყველა რეპრესიის მიუხედავად, რაც ვნახეთ ამ ორი წლის განმავლობაში, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი და აქ შეკრებილი უამრავი მოქალაქე, ანუ აქტიური ნაწილი, არასდროს არ შეეგუება იმ უტიფარ განაცხადს, რაც ღიად გაგვიკეთა ივანიშვილის ამ არარაობამ, კობახიძემ ორი წლის წინ, რასაც რეალურად იქამდეც აკეთებდნენ, ესე პირდაპირ გვითხრა, რომ უნდა შევეგუოთ, რომ სახელმწიფოებრიობა არ გვქონდეს და საბჭოთა-რუსულ ჭაობში უნდა ჩავრჩეთ და თავისუფალ სამყაროში ჩვენ ბუნებრივ ადგილას დაბრუნება არ გვიწერია, რომ გადავრჩეთ, თურმე საჭირო არის ვასალობას დავთანხმდეთ. ამას არ შეეგუება ქართული საზოგადოება და დღევანდელი დღე არის ამის დასტური, ოღონდ ამოცანა, რა თქმა უნდა, იმ ხალხს, ვინც დღეს არის შეკრებილი, იმ ხალხს, ვინც კვირაში ერთხელ მარშს ატარებს, ყველას, აქტიურ მოქალაქეს აქვს, რომ კიდევ უფრო ფართო გახდეს ეს პროტესტი და მოედოს მთელ საქართველოს, იმ ხარისხის გახდეს, რასაც ვეღარ გაუძლებს ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიული აპარატი და მხოლოდ ამ გზით, როცა გავტეხავთ, მერე იქნება შესაძლებელი თავისუფალი არჩევნების მიღწევა და იმავე შედეგის მიღწევა, რაც 1990 წლის ოქტომბერში მივაღწიეთ, როცა საბჭოთა-რუსული კომუნისტური რეჟიმი დავამარცხეთ არჩევნებით და მერე დავიწყოთ ამ ჭაობიდან ქვეყნის ამოყვანა, მშენებლობა თავისუფალი რესპუბლიკის, თავდაცვის გაძლიერება, მოკავშირეების შეძენა და რეალურად დაცვა თავისუფლების და მშვიდობის - არა იმ სატყუარასავით, რასაც ესენი გვაწვდიან, რომ მშვიდობის სახელით უნდათ, რომ თავისუფლება და მშვიდობა დავთმოთ სწორედაც რომ", - თქვა ბოკერიამ. 

დღეს, 28 ნოემბერს ევროინტეგრაციაზე მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ "ქართული ოცნების" განაცხადისა და საქართველოში საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევიდან ორი წლისთავზე, თბილისში ხალხმრავალი დემონსტრაცია იმართება. 

ტეგები:
  • გიგა ბოკერია
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ, 18%-ია - ირაკლი კობახიძე
  • 23:51
ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ, 18%-ია - ირაკლი კობახიძე
იმაზე მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე გავიდა  - კობახიძე
  • 23:32
იმაზე მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე გავიდა  - კობახიძე
ქართველები საერთო ღირებულებებისთვის იბრძვიან. გვერდში დაუდექით - სალომე ზურაბიშვილი ევროპასა და მოკავშირეებს
  • 23:19
ქართველები საერთო ღირებულებებისთვის იბრძვიან. გვერდში დაუდექით - სალომე ზურაბიშვილი ევროპასა და მოკავშირეებს
ახლა მხილების დრო კი აღარ არის, ცვლილებების დროა - გიგი წერეთელი
  • 23:05
ახლა მხილების დრო კი აღარ არის, ცვლილებების დროა - გიგი წერეთელი
გვახსოვს ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია - ირაკლი კობახიძე
  • 23:03
გვახსოვს ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია - ირაკლი კობახიძე
ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან. გამარჯვებამდე ცოტა დაგვრჩა - თამარ ჩერგოლეიშვილი
  • 23:01
ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან. გამარჯვებამდე ცოტა დაგვრჩა - თამარ ჩერგოლეიშვილი
პროტესტი მთელ საქართველოს უნდა მოედოს, რასაც ვეღარ გაუძლებს ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიული აპარატი  - გიგა ბოკერია
  • 22:42
პროტესტი მთელ საქართველოს უნდა მოედოს, რასაც ვეღარ გაუძლებს ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიული აპარატი  - გიგა ბოკერია
არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ საუბრები, არც ევროკავშირთან, არც აშშ-სთან - ირაკლი კობახიძე
  • 22:03
არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ საუბრები, არც ევროკავშირთან, არც აშშ-სთან - ირაკლი კობახიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge