png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მიხეილ გიორგაძე მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

  • კულტურა
  • 05.09.2016
  • 18:07
მიხეილ გიორგაძე მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვაალიერეს.

ამჟამად, სრულდება ტაძრის გაფხვიერებული ქვის საკონსერვაციო სამუშაოები. სამუშაოებისთვის გამოყოფილი წლევანდელი ბიუჯეტი სრულად ათვისებულია. ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2000-იან წლებში ჩატარდა. კედლის ძლიერად დაზიანებული ადგილები ქვის ახალი კვადრებით შეივსო, თუმცა, მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარზე ქვის სტრუქტურული დასუსტებით გამოწვეული დაზიანებები კვლავ პროგრესირებს. ტაძრის მდებარეობიდან გამომდინარე, მასზე მუდმივად მოქმედებს ქარი და ატმოსფერული ნალექები, რაც ქვის დაშლის პროცესს აჩქარებს. ცოცხალი ორგანიზმები (ბაქტერიები, სოკოები, წყალმცენარეები) ასევე,გავლენას ახდენენ სამშენებლო მასალების დაზიანების პროცესზე. მასალის ზედაპირებსა და სიღრმეში დასახლებული მიკროორგანიზმების ბიოლოგიური აქტიურობის შედეგად იფიტება და ზიანდება ქვა. შედეგად, მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარი მუდმივად საჭიროებს რეაბილიტაციას. სწორედ ამიტომ, შესასრულებელი სამუშაოების გაგრძელება 2017 წელსაც იგეგმება.

სარესტავრაციო სამუშაოებს ახორციელებს ეკა პროვალოვას სახელობის მხატვრობის ტექნიკური მეთოდებით კვლევის ცენტრი „ბეთანია“ ნანა კუპრაშვილისა და ალექსანდრე რუბაშვილის ხელმძღვანელობით, კონსულტანტია - იტალიელი რესტავრატორი სტეფანო ვოლტა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge