png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ნოდარ ხადური გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ბეტინა კადენბახს შეხვდა

  • ეკონომიკა
  • 16.10.2015
  • 17:14
ნოდარ ხადური გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ბეტინა კადენბახს შეხვდა

16 ოქტომბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ბეტინა კადენბახს შეხვდა.

ფინანსთა მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გერმანია უწევს საქართველოს რეფორმების განხორციელების მიმართულებით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ფინანსთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს როგორც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან, ისე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებთან.

შეხვედრისას, ნოდარ ხადურმა სტუმარს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ, იმ რეფორმების თაობაზე, რომელიც მიმდინარეობს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის, ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, გადამხდელთათვის სერვისებისა და მომსახურების გამარტივების, საჯარო ფინანსების ეფექტიანი მართვის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.

გერმანიის ელჩმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოსთან პარტნიორობის მნიშვნელობას, ასევე სექტემბერში, თბილისში საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში გამართული სამთავრობო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ გერმანია კვლავ გააგრძელებს საქართველოსთვის პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსებას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge