png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

დავით ბერძენიშვილი: საერთოდ არაადექვატური იყო ივანიშვილის გამოსვლები

  • კომენტარები
  • 15.09.2016
  • 17:02
დავით ბერძენიშვილი: საერთოდ არაადექვატური იყო ივანიშვილის გამოსვლები

ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ეთერის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ვურეკავდი და არ მიპასუხა, სათქმელი არ ჰქონდა არაფერი, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

“თუ რესპუბლიკელები ასეთი ცუდები ვიყავით 2014 წელს, როცა პრეზიდენტის სასახლიდან გამოშვებას არ დავუჭირეთ მხარი, 2015 წელს რატომ მიიღო ჩვენი შეთავაზება და რატომ დანიშნა თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად. ეს ლოგიკასთან მწყრალად არის, საერთოდ არაადექვატური იყო ივანიშვილის გამოსვლები. 2011 წელს, როცა ივანიშვილმა კოალიციაში მიგვიწვია მისი გამოსვლები იყო გაცილებით ადეკვატური და კვალიფიციური, ვიდრე 2016 წელს, სოფელ-სოფელ, კუნჭულ-კუნჭულ მოსიარულე აგიტატორი ქართული ოცნების დამცრობილი შემადგენლობის" - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილმა, პრემიერის თანამდებობაზე დავით უსუფაშვილის კანდიდატურის განხილვაზეც გააკეთა განმარტება.

მისი თქმით, იმდენჯერ იყო შეთავაზება ივანიშვილის მიერ პრემიერობაზე, რომ ასეთი ტყუილის თქმა ივანიშვილის მხრიდან ღიმილის მომგვრელია.

"იმდენჯერ და ისეთ ფორმატებში შესთავაზა ბიძინა ივანიშვილმა უსუფაშვილს პრემიერ-მინისტრობა, ამაზე უარის თქმა ივანიშვილის მხრიდან ღიმილის მომგვრელი და არაადეკვატურია.4 თავმჯდომარე შევხდით მას "რესპუბლიკური პარტიის" - ივლიანე ხაინდრავა, დავით უსუფაშვილი, ხათუნა სამნიძე და მე. ივლიანე ხაინდრავა ბიძინა ივანიშვილს სთავაზობდა მთავრობაში დაბრუნებას პრემიერ-მინისტრად, ჩვენ ვთავაზობდით პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ მაინც. უამრავჯერ განხილულა ეს საკითხი, "რესპუბლიკური პარტიის" შიდა წრეებშიც 2015 წელს, ხომ არის გიგლა აგულაშვილი ახლა ოცნების მთავრობაში, ჰკითხონ გიგლას იღებდა თუ არა ამ საკითხის განხილვაში მონაწილეობას. ეს ტყუილი რაც ბიძინა ივანიშვილმა იკადრა მეტყველებს, რომ ამოუცნობია და არაადეკვატურად ქცეული პოლიტიკად წასული ადამიანის ქმედებები" - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge