png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი სამხედროები ავღანეთში გააცილა

  • თავდაცვა
  • 26.09.2016
  • 12:11
საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი სამხედროები ავღანეთში გააცილა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანის IV მექანიზებული ბრიგადის ბაზიდან, ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების III  ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის და V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები, ასევეეროვნული გვარდიისა და სამხედრო პოლიციის ოცეულები გაემგზავრებიან. ქართველი სამხედროები საერთაშორისო სამშვიდობო მისიას 7 თვის განმავლობაში შეასრულებენ.

საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა, ღირსეული სამსახური და მშვიდობით სამშობლოში დაბრუნება უსურვა.

„დღეს ჩვენ ამაღელვებელ ცერემონიალზე ვიმყოფებით. დღეს, ქართული შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი ნაწილი მიდის საერთაშორისო მისიის შესასრულებლად ავღანეთში.

თქვენ შორის არიან ადამიანები, რომლებსაც უკვე გამოუვლიათ ავღანეთის მძიმე სკოლა. თქვენ იქნებით იქ თანამებრძოლები და თქვენ იქნებით იქ ერთად იმისთვის, რომ დაიცვათ გლობალურისიმშვიდე და უსაფრთხოება.

თქვენ გააგრძელებთ ათასობით ქართველის ტრადიციას, ვინც ბოლომდე ემსახურა თავისი ქვეყნის და გლობალური უსაფრთხოების მიზნებს.

დღეს, როდესაც თქვენ გაცილებთ, გული გვევსება სიამაყით იმიტომ, რომ ამდენი გამორჩეული გმირი გვყავს ასეთ პატარა ქვეყანას.

ამავე დროს, ჩვენ ვიფიქრებთ თითოეულ თქვენთაგანზე ყოველ დღე. ვიფიქრებთ იმისთვის, რომ თქვენ მშვიდობით შეასრულოთ თქვენი მისია და დაგვიბრუნდეთ სამშობლოში.

დაგვიბრუნდეთ კიდევ უფრო ძლიერები, კიდევ უფრო გამოცდილები და დაგვიბრუნდეთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო სტაბილური იყოს ჩვენი ქვეყანა.

ჩვენ ქართველებმა, რომლებმაც ათეულობით საუკუნე სწორედ ბრძოლით შევინარჩუნეთ ჩვენი სამშობლო, კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. ამასთან ერთად, ჩვენ ვიცით, რომ მშვიდობას ძალიანდიდი მუშაობა უნდა და ამ მუშაობის ნაწილი ხართ თქვენ დღეს.

დაგილოცავთ გზას, იცოდეთ, რომ მეც და საქართველოს თითოეული მოქალაქეც მადლობელია თქვენი ღვაწლისთვის და მალე გელით უკან, სამშობლოში.

ღმერთი გფარავდეთ თქვენ და საქართველოს!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი სამხედროების გაცილებისას.

ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ, თავდაცვის მინისტრმა ლევანიზორიამ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფასმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა, საქართველოსპრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, პრეზიდენტის მრჩეველმა ვეტერანთა საკითხებში ალექსანდრე ბარბაქაძემ და  ეროვნული უშიშროეობის საბჭოს მდივნის მოადგილემთეონა აქუბარდიამ. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge