png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თიბისი ბანკის დაფინანსებით ფიროსმანის ნამუშევრები აღდგება

  • კულტურა
  • 28.09.2016
  • 17:23
თიბისი ბანკის დაფინანსებით ფიროსმანის ნამუშევრები აღდგება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და თიბისი ბანკის დაფინანსებით  ფიროსმანის ნამუშევრების აღდგენის პროექტი იწყება.

პროექტი ნიკო ფიროსმანაშვილის ორი ნამუშევრის: „შოთა რუსთაველისა“ და „თამარ მეფის“ სრულ რესტავრაციას გულისხმობს. ნამუშევრები ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმის კოლექციაშია დაცული.

დღეს ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის თბილისის მუზეუმში ეს ნამუშევრები რამდენიმე საათით განთავსდა, შემოწმდა მათი მდგომარეობა და გადაიგზავნა ეროვნულ მუზეუმში, სადაც შ.ამირანაშვილის  სახელობის  ხელოვნების  მუზეუმის სარესტავრაციო  სახელოსნოს სპეციალისტები, ნანა მანაგაძე და  ეველინა კარსელი, მათ რესტავრაციას ჩაუტარებენ.

მუზეუმს სტუმრობდნენ საქართველოს კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე და თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობებისა და მედიაკომუნიკაციების დირექტორი, თამარ კირვალიძე.

რესტავრაციის პროცესი სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც, რესტავრირებული ორივე ნამუშევარი თიბისი გალერეაში, მირზაანის ფონდში დაცულ ნიკო ფიროსმანაშვილის სრულ კოლექციასთან ერთად გამოიფინება. 

შოთა რუსთაველი და თამარ მეფე ფიროსმანისთვის, როგორც ჩანს, საყვარელი თემაა. მათი პორტრეტები ნიკო ფიროსმანს რამდენჯერმე აქვს შესრულებული და ისინი სხვადასხვა კოლექციებში ინახება.

სარესტავრაციო პორტრეტების შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ  ისინი 1948 წლიდან ინახებოდა ფილოლოგის, იოსებ მეგრელიძისა და მისი მეუღლის, თეატრმცოდნე ნინო შვანგირაძის კერძო კოლექციაში. 1989 წელს ოჯახმა ეს ნამუშვრები გადასცა „ხალხთა მეგობრობის მუზეუმს“, საიდანაც შემდეგ უკვე მოხვდა ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმში. ამ დროიდან ნამუშევრები  მუზეუმის კოლექციაში ინახება.

ნახატების მდგომარეობა შესწავლილია. მზადაა სარესტავრაციო პროექტიც. სპეციალისტების თქმით, მანამდე  ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების გამო ნახატებს მრავალმხრივ დამუშავება ესაჭიროება. რესტავრაციის პროცესი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მოქმედი საბჭოს ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდება.

„აღსანიშნავია, რომ წლევანდელი წელი იუნესკოს მიერ გამოცხადებულია შოთა რუსთაველის წლად. სიმბოლურად, სწორედ ამ წელს დავამთხვიეთ ‘შოთა რუსთაველისა“ და მასთან ერთად „თამარ მეფის“ - ამ ორი უნიკალური ნამუშევრის აღდგენის ინიციატივაც და ვფიქრობთ, ეს კერძო ბიზნესისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის კარგი მაგალითია,“- განაცხადა თიბისი ბანკის მედიაკომუნიკაციების დირექტორმა, თამარ კირვალიძემ.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge