png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ელენე ხოშტარია საქართველოს ხელისუფლებას ოპონენტების მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს

  • კომენტარები
  • 03.10.2016
  • 12:55
ელენე ხოშტარია საქართველოს ხელისუფლებას ოპონენტების მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ელენე ხოშტარია საქართველოს ხელისუფლებას ოპონენტების მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება იყოს აღშფოთებული და მიმართავდეს თავის ქმედებებს ძალადობის წინააღმდეგ, ისინი მუდმივად ეძებენ თავისთვის სასურველ ახსნებს ასეთი ძალადობრივი აქტებისა და მთელ ენერგიას ხარჯავენ ამაზე. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ მყისიერად სამარცხვინო ახსნა მზესუმზირის ჭამის და რაფინირებულობაზე საუბრის ამ კანდიდატთან დაკავშირებით. ეს არის დაუშვებელი.

გუშინ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ როდესაც გაიჟღერა კალაძის სახელმა ამ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით, კალაძის, რომელიც დაკავშირებულია მათ შორის კორცხელთან, ასევე არა ერთხელ გაიჟღერა მისმა სახელმა კრიმინალურ პროცესებთან კავშირში.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ის ძალადობრივი გარემო, რომელიც მიმართულია ოპონენტების წინააღმდეგ, არის არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის პრობლემა, ან ზოგადად, არა მხოლოდ პოლიტიკური პრობლემა, არამედ მთლიანად საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის საერთო პრობლემა. ჩვენ ვხედავთ, რომ ამან გამოიწვია ადამიანების პირდაპირ ჩახოცვა ქუჩაში.

ყველას მინდა ვუთხრა, ხელისუფლება ვერ მოახერხებს საარჩევნო პროცესის ჩაშლას, ვინმეს დაშინებას ან ქვეყანაში არეულობის გამოწვევას. ჩვენ ძალიან მტკიცედ, მშვიდად და დემოკრატიულად შევცვლით ამ ხელისუფლებას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge