png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

„მე ვარ დღეს ყველაზე ბედნიერი, ვაშა სიცოცხლეს, თავისუფლებას" - ნათია ფანჯიკიძე ალასანიას პოლიტიკიდან წასვლაზე

  • ეს საინტერესოა
  • 10.10.2016
  • 16:26
„მე ვარ დღეს ყველაზე ბედნიერი, ვაშა სიცოცხლეს, თავისუფლებას" - ნათია ფანჯიკიძე ალასანიას პოლიტიკიდან წასვლაზე

ნათია ფანჯიკიძე მისი მეუღლის ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლას დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„რამდენი ვითმინე, რომ ირაკლისთვის არ დამესწრო ჰოპლას დაძახება, უსაყვარლესო ადამიანებო, დიდი მადლობა ყოველ თქვენგანს, ვისგანაც ჩემმა საყვარელმა ადამიანებმა მიიღეს ნდობა, მაგრამ საბოლოო შედეგებით რადგან დადგა იგივე ოთხწლიანი კოჰაბიტირებული მომავალი, როგორი ოთხიც უკვე გავიარეთ, ამდენი იგივეობის წიაღში ჩამყაყებას და ნაცების და ქოცების ორთაბრძოლების კომენტატორობას ირაკლისთვის ჯობს აკეთოს უფრო დინამიური, სერიოზული და საინტერესო საქმე. მე ვარ დღეს ყველაზე ბედნიერი ადამიანი, ქართული პოლიტიკის, ამ სიბინძურის, ბოღმის, უხეში, გაურანდავი და ბლაგვი ენერგიის ველიდან გავდივარ ბოლოსდაბოლოს. ერთი დარდი დამრჩა, - უდანაშაულო პატიმრები და იმედი მაქვს, ან მთავარსარდალი შეიწყალებს იმპიჩმენტამდე, ან კვირიკაშვილს აღარ დასჭირდება მათი ციხეში ყოფნა პოლიტიკური მანიპულაციისთვის და "სასამართლოს" სამართლის აღსრულების ნებას მისცემს. მე კი მომილოცეთ თავისუფლება, ვისაც გიყვარვართ და თვლით, რომ ცუდი ქალი არ ვარ, ვგიჟდები ცხოვრების უღელტეხილებზე, ახალ სივრცეში რომ გადაყავხარ, გზაში რომ რესტორანში გაჩერდები, ეგ ეტაპი მაქვს, ჯერ უნდა ვიზეიმო ხან მეგობრებთან, ხან ორმა ერთად, მერე კი გზის გადასვლა და ისევ საქმე, საინტერესო და ბევრი საქმე, პოლიტიკის გარეშე.

ვაშა სიცოცხლეს, თავისუფლებას, თავგადასავლებს, ახალ და ფერად რეალობებს, არა ჩამყაყებას, არა იგივეობას, არა შემგუებლობას. მიყვარხართ და მინდა იყოთ მხიარულები, რეალიზებულები და ბედნიერები“,- წერს ნათია ფანჯიკიძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge