png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

არჩილ მესტვირიშვილი: მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში კურსის პროგნოზირება შეუძლებელია

  • ეკონომიკა
  • 20.10.2015
  • 16:51
არჩილ მესტვირიშვილი: მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში კურსის პროგნოზირება შეუძლებელია

მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში კურსის პროგნოზირება შეუძლებელია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე ეტაპზე ბიუჯეტის დეფიციტის 3 %-ის ოდენობით ზრდა ინფლაციურ რისკებს არ წარმოშობს.

"წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის შემოსავლები არის 8,4 მილიარდი ლარი, აქედან 7,8 მილიარდი ლარი საგადასახადო, ხოლო 575 მილიონი ლარი არასაგადასახადო შემოსავლებია. სულ საგადასახადო შემოსავლები, 2015 წლის გეგმასთან შედარებით, 5 %-ით იზრდება და 2016 წლის საპროგნოზო მთლიან შიდა პროდუქტთან 22,9 %-ს შეადგენს. რაც შეეხება ხარჯებს, ის 9,4 მილიარდი ლარია, აქედან კი მიმდინარე ხარჯებია 8,4 მილიარდი ლარი, ხოლო კაპიტალური და წმინდა დაკრედიტება დაახლოებით 1 მილიარდი ლარი. სულ წინა წელთან შედარებით 2016 წელს ბიუჯეტის ხარჯები იზრდება 380 მილიონი ლარით, თუმცა ძირითადი ნაწილი მოდის მიმდინარე ხარჯებზე, კაპიტალური ხარჯები და წმინდა დაკრედიტება კი იზრდება მხოლოდ 23 მილიონი ლარით. 2016 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 2015 წლის გეგმასთან შედარებით 24 მილიონი ლარით მცირდება და მილიარდ 51 მილიონ ლარს შეადგენს. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2016 წელს საპროგნოზო მთლიანი შიდაპროდუქტის ოდენობის 3 %-ია დაგეგმილი. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე ეტაპზე ბიუჯეტის დეფიციტის 3 %-ის ოდენობით ზრდა ინფლაციურ რისკებს არ წარმოშობს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თუ ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შევა, ბიუჯეტის დეფიციტი არ გაიზარდოს 3 %-ზე მეტად. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ვალის მდგრადობის და ფისკალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად სასურველია, რომ საშუალოვადიან პერიოდში ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება გაგრძელდეს როგორც არის გეგმით წარმოდგენილი და 2018 წელს მიაღწიოს 2 %-ს.ჩვენ სხვა შენიშვნები დოკუმენტის მიმართ არ გვაქვს", - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge