png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

აჭარის მთავრობას ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დროულად სურს

  • ეკონომიკა
  • 20.10.2015
  • 21:53
აჭარის მთავრობას ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დროულად სურს

ბათუმში ოლიმპიურის ნაცვლად საფეხბურთო სტადიონი აშენდება. აღნიშნულის შესახებ განცხადება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ გააკეთა. მინისტრის თქმით, ხელისუფლება პროექტის განხორციელებაზე აქტიურად მუშაობდა. იყო შეხვედრები პროექტით დაინტერესებულ ინვესტორებთან.

„არაერთ დაინტერესებულ კომპანიას შევხვდით. მათ შორის პირველ კონკურსში მონაწილე და ასევე სრულიად ახალ კომპანიებს. ჩვენ გავეცანით საფეხბურთო სტადიონის პროექტირების კუთხით მათ ძალიან საინტერესო პროექტებს და ხედვებს.

ვესაუბრეთ 4 კომპანიას თურქეთიდან, ასევე პორტუგალიურ და ესპანურ კომპანიებს. ამ კომპანიებმა გამოთქვეს მზაობა სტადიონის გაკეთებაზე, თუმცა მათთვის არ იყო საინტერსო კონკურსში მონაწილეობა. მათი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ საკმაოდ მოცულობითი საქმიანობის გაწევა მოუწევდათ და მათი დატვირთულობის გათვალისიწინებით ეს არ იყო მათთვის საინტერესო. მეორეს მხრივ ჩვენ რეალური პროექტი გვჭირდება, იმის გათვალისწინებით, რომ სტადიონს ექნება სხვა დატვირთვაც“, აღნიშნა დავით ბალაძემ.

მინისტრის თქმით, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა, თუმცა მთავრობას იმ კომპანიების, რომელთაც ამ მხრივ სათანადო გამოცდილება აქვთ, დაახლოებითი კონტურები უკვე აქვს.

„რეალურად მათი კონცეფცია იყო ერთ-ერთი საინტერესო. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ჩვენ გვსურს მოკლე დროში დავიწყოთ მშენებლობა. თანხები მომდევნო წლების ბიუჯეტშიც იქნება გათვალისწინებული. სავსებით შესაძლებელია შესყიდვების კანონმდებლობიდან გამომდინარე, რომელიმე შესყიდვის ფორმა გამოვიყენოთ. ქალაქს აქვს დიდი საფეხბურთო ისტორია და ქალაქის მკვიდრნი ასევე მაღალ ინტერესს გამოხატავდნენ წმინდა საფეხბურთო სტადიონის აშენების. ვფიქრობ კომისიამ სწორედ საზოგადოების ინტერესი გაითვალისწინა, როცა ოლიმპიურის ნაცვლად საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა მოხდება. ასევე მეორე ფაქტორი იყო ხარჯების ნაწილი, ჩვენ გვქონდა გათვალისწინებული სტადიონისთვის ბიუჯეტი, რომელის გაზრდაც მოგვიწევს იქედან გამომიდანრე, რომ ეხლანდელი სტადიონი განსხვავებულია პირველ ეტაპზე დაგეგმილისგან“,- განმარტა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა.

დავით ბალაძის თქმით, ხელისუფლების სურვილია, რომ საპროექტო დოკუმენტაციის მოწესრიგება და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება წელს მოასწროს.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ მაქსიმალურად დაჩქარებულად მოხდეს აღნიშნული პროექტის მოწოდება. ჩვენ შევჯერდებით და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, აღნიშნა დავით ბალაძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge