png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თინა მახარაძე გაქურდეს - "ის, იშვიათი პალტო იყო"

  • ეს საინტერესოა
  • 02.11.2016
  • 15:15
თინა მახარაძე გაქურდეს - "ის, იშვიათი პალტო იყო"

მსახიობი თინა მახარაძე გაქურდეს, ამის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

„კურიოზს გავიხსენებდი:

გუშინ, საღამოს, რუსთაველზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, ვიღაც უცნობმა კლიენტმა გოგომ, რომელიც მეგობარ გოგოსთან ერთად იყო საყიდლებზე გამოსული, ხელს გააყოლა ჩემი პალტო – გრძელი, რუხი, ახალი, თბილი და ლამაზი ( ზუსტად რა და როგორ მოხდა, არ აღვწერ: მეზარება, ვბრაზდები და სხვების მაგივრად მრცხვენია ).

ამიტომ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო მაღაზიის მომსახურე პერსონალის სულელურ, გაუფრთხილებელ და უპასუხისმგებლო საქციელზე, არც იმაზე, რომ სხვისი ტანსაცმლის მითვისება არ არის კეთილშობილური საქციელი, არც იმაზე, როგორი გაუმართავია უსაფრთხოების სისტემა იმ მოლში, როგორ არასწორად არის განლაგებული კამერები და, ფაქტობრივად, არ ჩანს საჭირო წერტილები, ან თუ ჩანს, მხოლოდ – მქრქალი სილუეტები, არც იმაზე, რომ პოლიცია არ გამოვიძახე იმიტომ, რომ მთელი იმ დავიდარაბის, რაც განყოფილებაში მრავალგზის გამოცდილ წოწიალსა და იქ საათების განმავლობაში უშედეგოდ გდებას ნიშნავს, აღარც დრო მქონდა და აღარც ნერვები, რადგან ის ნერვებიც, იგივე პროცედურის გავლისას, სრულად დავტოვე აღნიშნულ მაღაზიაში, საწყლად აქ მაინც დავიკნავლებ:

იმის გათვალისწინებით, რომ ის პალტო სულ რაღაც ერთი კვირის წინ მაჩუქა დიმუმ და ძალიან მიყვარდა, რომ ის იშვიათი პალტო იყო, რომელიც მომერგო ( ექსტრა პეტიტს ვიცვამ, რაც ძალიან რთულად იშოვება ) და გარდა ამისა, ერთ-ერთი სერიის ერთ ეპიზოდშიც მეცვა უკვე და მომდევნოშიც ( რომელიც ჯერ არ გადაგვიღია ) აუცილებელად უნდა მეცვას, ლოგიკური განგრძობადობა ( ცონტინუიტყ )`რომ არ დაირღვეს, რა კარგი იქნებოდა, ვინმეს წერილი მომსვლოდა ინბოქსში, მე წავიღე შენი პალტო იმიტომ, რომ ბლა ბლა ბლა და აჰა, დაიბრუნე, მე ღმერთი უკეთესს მომცემსო.

თუ ასე არ მოხდება, ვეცდები, რამენაირად ვიპოვო იგივე ზომის იგივე პალტო და წარმატებები ვუსურვო იმ გოგოს, რომელსაც იმედი მაქვს, ისევე მოუხდება ის პალტო, როგორც მე მიხდებოდა, მაგრამ ეჭვი მეპარება“, - წერს თინა მახარაძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge