png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თათია ადამაშვილი: ინკლუზიური განათლების პროგრამა დასახვეწია

  • საზოგადოება
  • 21.10.2015
  • 14:43
თათია ადამაშვილი: ინკლუზიური განათლების პროგრამა დასახვეწია

მასწავლებლები არ არიან მზად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე   მოსწავლეების მისაღებად, - აცხადებს ”პრაიმნიუსჯორჯიასთან” საუბარში ფსიქოლოგი თათია ადამაშვილი.

მისი თქმით, ინკლუზიური განათლება საქართველოში 2009 წელს დაინერგა, ბევრი რამ კეთდება, მაგრამ ბევრი პრობლემაც ახლავს თან.

”განათლების სამინისტროს ჰყავს მულტიდისციპლინარული გუნდი, რომლის ფუნქციაცაა სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეების იდენტიფიკაცია და შეფასება, მათი საჭიროებების და შესაძლებლობების განსაზღვრა, მშობლებისთვის და მოსწავლესთან მომუშავე პედაგოგებისთვის რეკომენდაციების მიცემა და შემდგომში მონიტორინგი. თუმცა გუნდში არ არის საკმარისი რაოდენობის სპეციალისტი”, - აცხადებს ადამაშვილი და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება ის, რომ მასწავლებლებთა დიდი ნაწილი არ არის მზად სსსმ მოსწავლეების მისაღებად.

ფსიქოლოგი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ურჩევს იზრუნოს მასწავლებლების გადამზადებაზე.

”მასწავლებლები (ყველას არ ეხება) არ აღიქვამენ ამ ბავშვებს მათ მოსწავლეებად და პატარა პრობლემის წარმოშობისთანავე ცდილობენ გაუშვან კლასიდან სპეციალურ მასწავლებელთან ან ფსიქოლოგთან”, - ამბობს ადამაშვილი და აღნიშნავს, რომ ინკლუზიური განათლების პროგრამა ძალიან დასახვეწია და მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში დანიშნული ფსიქოლოგები და სპეციალური მასწავლებლები იყვნენ პროფესიონალები, ესმოდეთ, რასთან აქვთ საქმე.

ფსიქოლოგი და აქვე კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს - სპეციალისტები მუშაობენ თითქმის ანაზღაურების გარეშე.

”ამის გამო, ხშირად იკარგება კარგი კადრები და გადადიან ისეთ სამსახურებში, სადაც მეტი ანაზღაურება ექნებათ. ეს ძალიან დასანანია, რადგან ამ ბავშვებთან რჩებიან არაპროფესიონალები, რომლებიც შეთავსებით საგანთან ერთად მუშაობენ სპეციალურ მასწავლებლადაც, ან სტუდენტები, რომლებიც ენთუზიაზმით და გამოცდილებისთვის მუშაობენ და ამ გამოცდილების მიღებისთანავე მიდიან სხვაგან”, - აცხადებს ”პრაიმნიუსჯორჯიასთან საუბარში” თათია ადამაშვილი.

ფსიქოლოგი მადლობას უხდის ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსს, ეკა დგებუაძეს თანადგომისათვის.

”არ შემიძლია არ აღვნიშნო ქალბატონი ეკა დგებუაძის გვერდში დგომა სპეციალურ მასწავლებლებთან და ფსიქოლოგებთან. მიუხედავად ამდენი პრობლემისა, ყოველთვის ისმენს ჩვენს აზრს და ცდილობს პრობლემების მოგვარებას”, - ამბობს თათია ადამაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge