png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაცია „საბასგან“

  • კულტურა
  • 07.11.2016
  • 16:45
ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაცია „საბასგან“

უსინათლო ადამიანები ხმოვანი  წიგნების მოსმენას დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე შეძლებენ. ელექტრონულმა წიგნების სახლმა „საბამ“ ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაცია შექმნა, რომელიც უსინათლო ადამიანებისთვის სრულადაა ადაპტირებული. 300-ზე მეტი ხმოვანი წიგნი უკვე ყველა მსურველისთვის  ხელმისაწვდომია.   

„საბას“ ხმოვანი წიგნების კატალოგი მოიცავს როგორც ქართულ კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურას, ისე - უცხოური ლიტერატურის ქართულ თარგმანებს. წიგნები მსახიობებისა და თავად ავტორების მიერაა გახმოვანებული.

თანამედროვე სტანდარტების ხმოვანი წიგნების მოსმენა აპლიკაცია „SABA READER-ის“ საშუალებით ნებისმიერ სმარტფონსა და პლანშეტშია შესაძლებელი, ინტერნეტის გარეშე.ხმოვანი წიგნების მოსასმენად, საჭიროა saba.com.ge-ზე დარეგისტრირება და აპლიკაცია SABA Reader-ის უახლესი ვერსიის ჩამოტვირთვა სმარტფონში/პლანშეტში. ხმოვანი წიგნები „საბას“ კატალოგში სპეციალური პიქტოგრამითაა აღნიშნული.

ხმოვან წიგნს აქვს სარჩევი, საიდანაც შესაძლებელია სასურველი თავების გადმოწერა მოწყობილობაში, ან უკვე მოსმენილის წაშლა. თავების გადმოწერისას საჭიროა WiFi ინტერნეტი.

„საბას“ ხმოვან წიგნს აქვს პაუზის, ჩანიშვნის, კითხვის ტემპის რეგულირების შესაძლებლობა. ხმოვანი წიგნების კატალოგი მოიცავს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცულ ე.წ. „ოქროს ფონდის“ ჩანაწერებსაც. თანამედროვე ავტორების მიერ საკუთარი ნაწარმოებების ჩაწერაც  ეროვნული არქივის მიერ განხორციელდა, რომელიც ამ პროექტის პარტნიორია.

პროექტი ელექტრონული წიგნების სახლის „საბასა“ და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება.

ხმოვანი წიგნები  უსინათლო ადამიანებს  საჩუქრად გადაეცემათ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge