png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ხალვაში: გვარამია დავის სამართლებრივი სივრციდან გატანის მიზნით იმაზეც კი არის წამსვლელი, რომ რუსთავი 2 ეთერიდან გათიშოს

  • სამართალი
  • 21.10.2015
  • 20:52
ხალვაში: გვარამია დავის სამართლებრივი სივრციდან გატანის მიზნით იმაზეც კი არის წამსვლელი, რომ რუსთავი 2 ეთერიდან გათიშოს

 ქიბარ ხალვაში მორიგ განცხადებას ავრცელებს და ნიკა გვარამიას მოუწოდებს რუსთავი 2 ეთერიდან არ გათიშოს:

 "მივმართავ პირადად გვარამიას, რომელმაც ახლახან მორიგი ტელე-პერფორმანსი შესთავაზა საზოგადოებას. უკვე ნათლად ჩანს, რომ თქვენ და თქვენი პოლიტიკურად ანგაჟირებული თანამოაზრეები ყველა ღონეს ხმარობთ, რომ რამენაირად გახვიდეთ სამართლებრივი სივრციდან და ჩემი სამართლებრივი დავა, რომელიც მიმართულია უმოწყალოდ შელახული საკუთრების უფლებისა და სამართლიანობის აღდგენისკენ, აქციოთ პოლიტიკურ შოუდ და ამით საკუთარი პატრონს, მიშა სააკაშვილს, მისცეთ პოლიტიკური ქულების ჩაწერის შესაძლებლობა. კოლექტიური გვარამიას ფანტაზიას მე ვერ გავყვები. მე კონკრეტულ საშიშროებას ვხედავ, რომ გვარამია დავის სამართლებრივი სივრციდან გატანის მიზნით იმაზეც კი არის წამსვლელი, რომ რუსთავი 2 ეთერიდან გათიშოს და ამით კიდევ ერთხელ მოახდინოს სიტუაციის დრამატიზება და შეეცადოს საკითხის პოლიტიზებას.
მივმართავ გვარამიას კატეგორიულად – არ გაბედო რუსთავი 2–ის გათიშვა! ილაპარაკე რაც გინდა და რამდენიც გინდა, თუნდაც მთელი საეთერო დრო შენივე პოლიტიკური მონოლოგებისთის დაგითმია.
პირიქით, მოგიწოდებ, რაც შეიძლება მეტი და დიდხანს ილაპარაკო, რომ საზოგადოებამ კიდევ უფრო კარგად დაინახოს რა გამოძრავებს და რა პოლიტიკური სულისკვეთების ძალის აზრებს და სურვილებს ახმოვანებ. ილაპარაკე, მაგრამ საკუთარი და შენივე პატრონი სააკაშვილის ბნელი მიზნების გამო, არ გაბედო რუსთავი 2–ის გათიშვა", - აცხადებს ქიბარ ხალვაში განცხადებაში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge