png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დავით ნარმანია: 2017 წლის ადმინისტრაციულ ხარჯებს 10 მლნ-მდე შევამცირებთ

  • ეკონომიკა
  • 15.11.2016
  • 11:00
დავით ნარმანია: 2017 წლის ადმინისტრაციულ ხარჯებს 10 მლნ-მდე შევამცირებთ

თბილისის 2017 წლის ბიუჯეტზე მუშაობა დასრულებულია. ქალაქს ძალიან ბევრი საჭიროება აქვს და შეზღუდული ფინანსური რესურსის პირობებში ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, 800 მილიონი ოპტიმალურად გაგვენაწილებინა - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.

„მომდევნო წელს, საბავშვო ბაღები კვლავ პრიორიტეტული იქნება. დაგეგმილია ახალი ბაღების მშენებლობა და არსებულში პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესება. 7 ბაღის მშენებლობა დავასრულეთ  და 13 ახალი პროექტის მომზადების პროცესში ვართ. ჩვენი პრიორიტეტია ასევე გამწვანება. დაგეგმილია არა მხოლოდ ხეების დარგვა, არამედ - პარკების, სკვერების განახლება“, - განაცხადა ნარმანიამ.

მისი თქმით, პრიორიტეტია ასევე ქალაქის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია.

„თუ წინა წლებში საშუალოდ ნახევარი მილიონი კვ.მ გზის საფარის გამოცვლა ხდებოდა, გასულ წელს ტემპი გავაორმაგეთ და 1 მილიონი კვ.მ გზის საფარის მოდერნიზაცია მოვახდინეთ. წელს კი, წლის ბოლომდე 1 400 000 კვ.მ-მდე ავდივართ.  საგზაო სამუშაოები ამაზე ნაკლები არც მომავალ წელს იქნება. სწრაფი ტემპით ვიმუშავებთ, რომ გამოიცვალოს გზის საფარი და მიწისქვეშა კომუნიკაციები. ბიუჯეტით გათვალისწინებულია ასევე ახალი გზების მშენებლობა. მათ შორის გამოვყოფ „ვეფხი და მოყმის“ ტერიტორიიდან ვაშლიჯვრის გზისკენ ასასვლელ პროექტს, რომელიც ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე არსებული საცობების განტვირთვას მოემსახურება. მომდევნო წლის ბიუჯეტში რამდენიმე ასეთი პროექტია გათვალისწინებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს ავარიული სახლების გამაგრების ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 45 მრავალსართულიანი სახლი გამაგრდა.

„მრავალსართულიანი სახლების გამაგრების ტემპი მომავალ წელსაც არ იქნება დაბალი და დაახლოებით, იგივე რაოდენობის სახლის გამაგრებას ვფიქრობთ. ასევე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რაიონული გამგეობები დაფინანსებას გამოყოფენ დაბალსართულიანი სახლების გამაგრებისთვის. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის ფარგლებში ჯამში, 10 გამგეობა 200-მდე ასეთი სახლის გამარგებას აფინანსებს და ეს პროცესი მომდევნო წელსაც აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა თბილისის ავტოპარკის განახლებასტან დაკავშირებიტაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი ინტენსიურ ფაზაშია.

„დეკემბერში 40 ახალ ავტობუსს ველოდებით, იანვარ-თებერვალში დამატებითი პარტიები შემოვა და მომდევნო წლის მარტამდე 143 გრძელი ავტობუსი გვეყოლება. დედაქალაქის მერია ავტოტრანსპორტის ჩანაცვლების პროექტის შემდეგ ეტაპზეც მუშაობს. განვიხილავთ რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტს, რის შედეგადაც ყველაზე საუკეთესო მოდელს შევარჩევთ. შემდეგი ეტაპის ავტობუსები ქალაქის ვიწრო ქუჩებზეა გათვლილი და შესაბამისად, შედარებით პატარა გაბარიტის იქნება“, - განაცხადა ნარმანიამ.

მისი თმით, მეტროსადგურ „ავლაბარსა“ და „სარაჯიშვილზე“დაგეგმილია მოდერნიზაცია, რისთვისაც მომავალი წლის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულია.

„წელს მეტროპოლიტენის 20 ვაგონის მოდერნიზაცია მოვახდინეთ. ეს პროცესი გაგრძელდება და მომდევნო წელს 30 ვაგონის მოდერნიზაციას შევძლებთ. საბურთალოს ტერიტორიაზე შენდება დამატებითი მეტროსადგური, რომლის გახსნა გაზაფხულზე იგეგმება და უნდა დავამატოთ ერთი შემადგენლობა, რათა ვაგონების მოძრაობის ინტერვალი არ გაიზარდოს და მოქალაქეები შეუფერხებლად გადაადგილდნენ. მეტროსადგურ „ავლაბარსა“ და „სარაჯიშვილზე“დაგეგმილია მოდერნიზაცია, რისთვისაც მომავალი წლის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულია. ამასთან, მიმდინარეობს რამდენიმე სადგურის პროექტის მომზადება“, - განაცხადა ქალაქის მერმა.  

დავით ნარმანიამ ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქის 2017 წელს ადმინისტრაციული ხარჯები 10 მილიონ ლარამდე შემცირდება.

„ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია რამდენიმეჯერ მოხდა. ეს იყო რამდენიმე სამსახურის გაუქმება და უაზროდ მაღალი დანამატებისა და პრემიების შემცირება. ეს პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება. ჩვენ საერთო სამთავრობო გადაწყვეტილების ფარგლებში ვიქნებით და სხვადასხვა მიმართულებით ადმინისტრაციულ ხარჯებს 10 მილიონ ლარამდე შევამცირებთ, რაც 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში წარმოდგენილი იქნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge