png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თბილისში მაკულატურის და ცელულოზის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

  • ეკონომიკა
  • 17.11.2016
  • 13:44
 თბილისში მაკულატურის და ცელულოზის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

პირველი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მაკულატურის და ცელულოზის გადამამუშავებელი ახალი საწარმო „ტისუპეიპერი“ ოფიციალურად გახსნა, რომლის შემდეგაც გაეცნო სამუშაო პროცესს და დაათვალიერა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეძენილი ტექნოლოგიასა და წარმოებულ პროდუქციას.  „ტისუპეიპერი“ ბაზარზე ჰიგიენური ქაღალდის პროდუქციას აწარმოებს.

საწარმოს გახსნას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია, ეკონომიკური საბჭოს აპარატის მრჩეველი ამირან გვაზავა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარევის ბანკის წარმომადგენელი სევერიან ღვინეფაძე, აგრეთვე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ ახალი საწარმო გარემოს მიმართ მეგობრულია და მაკულატურის მეორადი გადამუშავება მიმდინარეობს. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ წარმოება გამიზნულია იმპორტის ჩანაცვლებაზე. დღეს „ტისუპეიპერის“ პროდუქცია ჰიგიენური ქაღალდით ადგილობრივი მოხმარების 30 პროცენტს აკმაყოფილებს, თუმცა ამ მაჩვენებლის გაორმაგებაა დაგეგმილი.

„სწორედ ესაა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მთავარი ამოცანა - ჩვენს ქვეყანაში წარმოებები განვითარდეს, მოხდეს იმპორტის ჩანაცვლება და საექსპორტო სიმძლავრეების გაზრდა“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.  

საწარმოში ამჟამად 85 ადამიანია დასაქმებული. მისი სრული სიმძლავრით ამუშავებისას 100-მდე ადამიანს დაასაქმებს და ყოველთვიურად 170 000 კგ. ჰიგიენურ ქაღალდის წარმოებას შეძლებს. კომპანიის სამომავლო გეგმებია, პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა და ექსპორტის წარმოება კერძოდ სომხეთსა და აზერბაიჯანში.

განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 11 560 000 ლარს შეადგენს.  

შპს „ტისუპეიპერი“, რომლის პროდუქციაც ადგილობრივად დამზადდება, ბრენდების: „ეკო“, „ასფურცელა“ და „ეკოფეიფერი“ სახელწოდებით მომხმარებელს მაღალ ხარისხს და კონკურენტულ ფასებს შესთავაზებს. ამასთანავე, მაღალტექნოლოგიურ საწარმოში დამზადებული პროდუქციით, შპს „ტისუპეიპერი“  წარმატებით  გაუწევს კონკურენციას იმპორტიორ კომპანიებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge