png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

IPlus ტყუის - iTechnic კონკურენტს Apple-ის ლოგოს არაკანონიერად გამოყენებას ედავება

  • ეკონომიკა
  • 21.11.2016
  • 17:07
IPlus ტყუის - iTechnic კონკურენტს Apple-ის ლოგოს არაკანონიერად გამოყენებას ედავება

კომპანია „აიპლიუსი“ ტყუის, როდესაც აცხადებს, რომ თითქოს არასამართლიანი მოპყრობის მსხვერპლია და მისი ბიზნესის ხელში ჩაგდება თანამდებობის პირების ინტერესშია, - აცხადებს  „აიტექნიკი“ და კონკურენტს კონსტიტუციის დარღვევასა და Apple-ის ლოგოს უკანონოდ გამოყენებას ედავება. 

კომპანიაში ამბობენ, რომ "აიპლიუსს"  სასამართლოს გადაწყვეტილებით  დაევალათ ლოგოს დემონტაჟი ფილიალებიდან, რაც ჯეროვნად არ იქნა შესრულებული.

“ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ კომპანია „აიპლიუსმა“ უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და ეფლის ლოგოს სრულიად უკანონოდ იყენებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ დაევალათ ლოგოს დემონტაჟი ფილიალებიდან, რაც ჯეროვნად არ იქნა შესრულებული. კერძოდ, მათ ფაქტიურად მოატყუეს აღსრულების ეროვნული ბიურო და დემონტაჟის ნაცვლად დროებით დაფარეს მაღაზიის შესასვლელის ბანერზე გამოსახული „ეფლის“ ლოგო და ახლა კი იმდენად გათავხედდნენ, რომ კვლავ დააბრუნეს პირვანდელ მდგომარეობაში. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად აღნიშნული ქმედება ფასდება როგორც დანაშაული - „სასმართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა“ და წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირ და უხეშ დარღვევას. ჩვენ იმედი გვაქვს ამ ფაქტზე შესაბამისი ორგანოების მიერ დროულად მოხდება რეაგირება და დადგინდება სიმართლე.

კომპანია „აიპლიუსი“, ტყუის, როდესაც აცხადებს, რომ მათი ანგარიშები სრულადაა დაყადაღებული, რის გამოც ვერ ახორციელებს ტრანზაქციებს და ამგვარად გაკოტრების საფრთხის წინაშე დგას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს ყოველივე არის მტკნარი სიცრუე. პირველ რიგში ყადაღა ადევს მათ ანგარიშებს 350 000 ლარის ფარგლებში (თითქმის 6 ჯერ ნაკლებია ვიდრე ისინი აცხადებდნენ), მეორეც, ყადაღის გამოყენებისთანავე აიპლიუსი, მის მიერვე დაფუძნებული ერთ-ერთი კომპანიის მეშვეობით თავისუფლად ახორციელებს ტრანზაქციებს და მისი საქმიანობა არ შეფერხებულა. უფრო მეტიც იმის გამო რომ თეორიულადაც კი გამოირიცხოს რომ კომპანიას გარკვეული ზიანი მიადგეს „აიტექნიკმა“ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გარანტიის სახით სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა 50 000 ლარი. სასამართლო გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, რასაც აიპლიუსის იურისტიც საჯაროდ ადასტურებს”, აღნიშნულია „აიტექნიკის“ განცხადებაში.

კომპანიაში ამბობენ, რომ  „აიპლიუსი“ რომლის საქმიანობა ძირითადად ტყუილზეა დაფუძნებული, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით, რეალურად ცდილობს ბაზრის სრულ მონოპოლიზაციას.

„ერთადერთი კომპანია რომელსაც ვერ მართავს გახლავთ „აიტექნიკი“ და სწორედ ესაა იმ ბინძური და ცილისმწამებლური კამპანიის მთავარი მიზეზი , რასაც „აიპლიუსი“ „აიტექნიკის“ წინააღმდეგ აწარმოებს.

 

აქვე საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აიპლიუსი იტყუებოდა:

 

ა) როცა მეორად ტელეფონებს ახალი ტელეფონების ფასად ყიდდა და ამის შესახებ მითითებულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში;

 

ბ) როცა თავს არიდებდა საბაჟო გადასახადებს და გაურკვეველი წარმოშობის პროდუქცია კონტრაბანდული გზით შემოჰქონდა. ამის გამო 2013 წელს „აიპლიუსის“ დამფუძნებელი, მარღიშვილი და ამჟამად „ეფლსითის“ ერთერთი დამფუძნებელი დურძუკი იქნენ დაკავებულნი და ამ დანაშაულისთვის კომპანიას სოლიდური ჯარიმა დაეკისრა ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

გ) როცა ტერორიზმის პროპაგანდის შემცველი ვიდეოს მეშვეობით საზოგადოებას სრულიად ამორალურად და ცინიკურად აამცნობდა რომ ვითომდა ეფლის ოფიციალური პარტნიორი ხდებოდა და ეს იმ დროს როდესაც მთელი მსოფლიო საფრანგეთში მომხდარი საშინელი ტერაქტის მსხვერპლთ გლოვობდა. ამ თავხედურმა ვიდეორგოლმა სამართლიანი აღშფოთება და აგრესია მხოლოდ საქართველოში კი არა, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გამოიწვია;

 

დ) „აიპლიუსი“ იტყუებოდა მაშინაც, როცა ნაკურთხ აიფონებს ყიდდა, რითაც აშკარად შეურაცხყოფას აყენებდა სასულიერო პირებს და მთლიანად საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას;

 

ე) როცა ათასობით მომხმარებელს საგარანტიო პირობებს მანამ არ უსრულებდა, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებით არ დაევალებოდა;

 

ვ) როცა შექმნა მრავალი სხვადასხვა დასახელების კომპანია („აიფონ ცენტრი“, „აიფოუნ სერვისი“, „აიპლაზა“, „ეფლ სითი“ „აისთაილი“ და სხვა…) და მომხმარებელი შეყავდა შეცდომაში თითქოს სხვა მაღაზიაში ყიდულობდა პროდუქციას. სინამდვილეში ყველა ეს კომპანია „აიპლიუსის“ შელახული იმიჯის შესანიღბად იქმნა შექმნილი და ძირითადად დღესაც მის მიერ კონტროლდება;

 

ზ) როცა სოციალურ ქსელში „ფეიქგვერდებს“ ქმნიდა და ამ გვერდებზე გავრცელებული ამორალური ინფორმაციით ჩვენს კომპანიას სახელს უტეხდა;

 

თ) როცა ჯანსაღი კონკურენციისკენ მოუწოდებდა კონკურენტებს და ამ დროს კონკურენციის სააგენტომ აიპლიუსის“ წინააღმდეგ საქმის წარმოება სწორედ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მუხლით დაიწყო;

 

ი) „აიპლიუსი“ იტყუებოდა მაშინაც, როცა ქალაქის ერთ-ერთ მთავარ, პეკინის გამზირზე არსებულ მაღაზიაში, სადაც სრულადაა კოპირებული „ეფლ სთორის “დიზაინი მოსახლეობას უქმნიდნენ შთაბეჭდილებას თითქოს იმყოფებოდა ოფიციალურ ეფლის მაღაზიაში და ამ დროს როგორც აღმოჩნდა უხვად სთავაზობდა გადაფუთულ და მეორად ტექნიკას.

 

აი, ასეთია „აიპლიუსის“ რეალური სახე და გასაკვირი არაა, რომ კომპანიისთვის, რომელმაც წლების განმავლობაში სახელი სკანდალით, მოტყუებით და უკანონონობით გაითქვა, ეს ყველაფერი მორიგი აფიორის ნაწილს წარმოადგენს. სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, სატელევიზიო სიუჟეტი, საგაზეთო სტატია თუ ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია ერთხმად ადასტურებს ამ კომპანიის უკანონო ქმედებებს. უდავოა, რომ მათი ტყუილების არავის არ სჯერა, დარწმუნებული ვართ ამ განცხადებით ძალიან ბევრ თქვენგანს კიდევ ერთხელ გაგახსენდებათ ის უკიდურესად არასასიამოვნო გამოცდილება რაც ამ კომპანიასთან გაკავშირებთ. ჩვენ გვჯერა რომ საქართველოს ეკონომიკური აღმავლობა გარდაუვალია სადაც ამ ტიპის კომპანიებს აუცილებლად მოუწევთ აღიარონ თანამედროვე ბიზნესის სტანდარტები. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ საზოგადოებაში ავტორიტეტის მოსაპოვებლად საჭიროა კრეატიული აზროვნება, საუკეთესო ხარისხი, მომსახურება და საკუთარი მომხმარებლების მიმართ გულწრფელი დამოკიდებულება და არა ამორალური და უკანონო ქმედებები რაც მთლიანობაში ხელს უშლის ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას“, აღნიშნულია „აიტექნიკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge