png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თიბისი ბანკის, ISET-ისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქო¬ნების ლაბორატორიის ფარგლებში ახალი პუბლიკაცია გამოქვეყნდა

  • ეკონომიკა
  • 22.11.2016
  • 11:33
თიბისი ბანკის, ISET-ისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქო¬ნების ლაბორატორიის ფარგლებში ახალი პუბლიკაცია გამოქვეყნდა

თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქო­ნების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში ახალი პუბლიკაცია გამოქვეყნდა. შედეგები 3-თვიან პერიოდს მოიცავს (2016 წლის ივლისი-სექტემბერი).

შედეგების მიხედვით, 2016 წლის ივლისი-სექტემბერში 1 კვ.მ. საცხოვრებელი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი მერ­ყე­ობდა 859-დან 868 აშშ დოლარამდე.

ამავე პერიოდის მონაცემებით, გაყიდვების მიხედვით თბილისის სამი უმსხვილესი რაიონია

  • ვაკე (თვეში საშუალოდ 529 ერთეული, 20.1%)
  • საბურთალო (თვეში საშუალოდ 406 ერთეული, 15.4%)
  • სამგორი (თვეში საშუალოდ 292 ერთეული, 11.1%)

სექტემბრის მონაცემებით, საცხოვრებელი ქონება ყვე­ლა­ზე ძვირია მთაწმინდის რაიონ­ში (991 აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე იაფი - სამგორის რაიონში (555 აშშ დოლარი).

საცხოვრებელი ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი 2016 წლის სექტემბერში შემცირდა 2.4%-ით წინა წლის იმავე თვესთან შედარებით.

სექტემბერში ქირის ყველაზე მაღალი ფასი დაფიქსირდა მთა­წმინდის რაი­ონ­ში (8.06 აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე დაბალი - გლდანის რაიონში (4.31 აშშ დო­ლარი). 2016 წლის ივლისი-სექტემბერში 1 კვ.მ. საცხოვრებელი ქონების ქირის საშუალო ფასი მერყეობდა 6.88-დან 7.13 აშშ დოლარამდე.

საცხოვრებელი ქონების ქირის ფასის ინდექსი 2016 წლის სექტემბერში შემცირდა 15.6%-ით წინა წლის იმავე თვესთან შედარებით.

რაც შეეხება კომერციული უძრავი ქონების ბაზარს, 2016 წლის ივლისი-სექტემბერში 1 კვ.მ. კომერ­ციული ქონების გაყიდვის საშუალო ფასი მერყეობდა 1 016-დან 1 075 აშშ დოლარამდე.

კომერციული ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი 2016 წლის სექტემბერში გაიზარდა 12.2%-ით წინა წლის იმავე თვესთან შედარებით.

2016 წლის ივლისი-სექტემბერში 1 კვ.მ. კომერციული ქონების იჯარის საშუალო ფასი მერყეობდა 9.52-დან 10.58 აშშ დოლარამდე.

კომერციული ქონების იჯარის ფასის ინდექსი 2016 წლის სექტემბერში შემცირდა 33.6%-ით წინა წლის იმავე თვესთან შედარებით.

გამოკვლევის მიხედვით, თბილისის უძრავი ქონების ბაზარი განაგრძობს ზრდას: სექტემბერში გაყიდვები გაიზარდა (+14.0% წინა თვესთან, +47.1% წინა წელთან) და 3331 ერთეული შეადგინა. ბაზარი გაიზარდა ა.წ. ივლისშიც (+4.3% წინა თვესთან), ხოლო აგვისტოში უმნიშვნელოდ შემცირდა (-0.3% წინა თვესთან).

სექტემბერში თბილისის წილმა ქვეყანაში განხორციელებულ გაყიდვებში პიკს მიაღწია და 42.1%-მდე გაიზარდა (39.2% ივლისში, 36.2% აგვისტოში).

თბილისის უძრავი ქონების ბაზრის გამოკვლევის მიზნით დამუშავდა ა.წ. ივლისი-სექტემბრის პერიოდის 15 000-მდე ტრანზაქცია.

თბილისის უძრავი ქონების ბაზრის შესახებ ახალი პუბლიკაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულ­ზე iset-pi.ge

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge