png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უცხოელი ვიზიტორების 72%-ი აჭარაში დასვენებით კმაყოფილია

  • ეკონომიკა
  • 24.11.2016
  • 10:17
 უცხოელი ვიზიტორების 72%-ი აჭარაში დასვენებით კმაყოფილია

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 2016 წლის აპრილ-ივნისში ჩატარებული უცხოელ ვიზიტორთა კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის შედეგად, 909 უცხოელი ვიზიტორი საქართველოში არსებულ ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ქვეყნის დატოვებამდე გამოიკითხა.

კვლევის მიხედვით, აპრილი-ივნისის პერიოდში აჭარაზე პროცენტულად ყველაზე მეტი უცხოელი ვიზიტორი 45.4% ძირითადათ მეგობრებთან, 31,1% კი ინდივიდუალურად სტუმრობს. მათი უმრავლესობა კი რეგიონში საშუალოდ 2-3 ღამით რჩება.

ერთი ტურისტის მთლიანი ვიზიტის ხარჯი აჭარაში საშუალოდ 1 059 ლარს შეადგენს. აღნიშნულ ციფრში შედის კვების, განთავსების, გართობისა და აჭარაში ყოფნისას განხორციელებული ყველა აქტივობის ხარჯი. მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი ტრანსპორტი, რომლითაც ვიზიტორმა აჭარაში ჩამოსვლამდე და რეგიონში ისარგებლა.

წინა კვლევების მსგავსად, 2016 წლის აპრილ-ივნისში ვიზიტორების უმრავლესობა აჭარაში ძირითადათ ღირსშესანიშნაობათა, ბუნებისა და ლანდშაფტების დასათვალიერებლად (55,7%) და აზარტული თამაშებისთვის (9,1%) ჩამოდის, თუმცა მათ მიერ რეგიონში ყოფნისას განხორციელებულ აქტივობებში აზარტულ თამაშებს მხოლოდ 0,2% უჭირავს, მაშინ როცა ეკოტურიზმით ტურისტების 90%, ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმით 38,64%, ხოლო კულტურული ტურიზმით 31,24 % ტურისტია დაკავებული.

კვლევის წინა სამი ეტაპის მსგავსად, გამოკითხულ ვიზიტორთა 72 % ძალიან კმაყოფილია რეგიონში დასვენებით. ხოლო მათ 95% -ს სურვილი აქვს აჭარას ისევ ეწვიოს. ვიზიტორთა კმაყოფილების დონეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს რეგიონის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა (73%), სამზარეულო (68%), ღვინო (47%), ბუნება (89%) და უსაფრთხოების პირობები აჭარაში (80%).

რაც შეეხება პრობლემებს, აჭარაში აპრილ-ივნისში მყოფი ტურისტებისთვის პრობლემების პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია. პრობლემებს შორის უამინდობას 909 გამოკითხულოდან 1,03%, კონცერტის ორგანიზებასთან დაკავშირებულ პრობლემებს 1,25%, სასტუმროს მომსახურება/პირობებს 0,64% და საგზაო ინფრასტრუქტურას 0,42% უჭირავს.

მიუხედავად პრობლემების იდენტიფიცირებისა, გამოკითხულ ვიზიტორთა მხოლოდ 4%-მა შეძლო დაესახელებინა დამატებითი სერვისები, რომელთა ხილვასაც აჭარაში ისურვებდნენ. მათ შორის რეკომენდაციების სახით მოხვდა ბიბლიოთეკა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში (0,42%), რუსულენოვანი აუდიო გიდი (0,42%), დამატებითი ავიარეისები ბათუმის აეროპორტში (0,6%), დამატებითი ატრაქციონები პარკებში (0,6%), საერთო საპირფარეშოები ქალაქში (0,6%) და სავაჭრო ცენტრები (0.6%).

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელ ვიზიტორთა კვლევას 2015 წლის აგვისტოდან ახორციელებს. კვლევის ყველა ეტაპის შედეგის ნახვა შესაძლებელია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ -გვერდზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge