png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ქართულ კომპანიებს გაეროს ტენდერებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ

  • ეკონომიკა
  • 25.11.2016
  • 19:08
ქართულ კომპანიებს გაეროს ტენდერებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გაეროს შესყიდვების განყოფილების ერთობლივი ორგანიზებით დღეს გაიმართა სემინარი სახელწოდებით „How to Make Business with UN“. სემინარი გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ - გენადი არველაძემ ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

სემინარი მიზანი ქართული კომპანიების გაერო-ს სისტემაში არსებული შესყიდვების პროცედურების შესახებ ინფორმირება იყო. კერძოდ, სემინარის ფარგლებში, შესყიდვების სფეროში გაერო-ს ექსპერტებმა ადგილობრივ კომპანიებს გააცნეს, თუ როგორ ხდება სპეციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირება და შემდგომი აუცილებელი პროცედურების განხორციელება. ეს ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ აღნიშნული შესაძლებლობით და გაერო-ს სისტემაში შემავალ ორგანიზაციებსა და სააგენტოებს მათ მიერ წარმოებული პროდუქცია და მომსახურება შესთავაზონ.
მომწოდებელთა სარეგისტრაციო პროცედურების გარდა სემინარის მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია გაერო-ს შესყიდვების პროცესის, შეფასების კრიტერიუმის და იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ კომპანიებს, აღმოაჩინონ ახალი ბიზნეს შესაძლებლობები გაერო-ს სხვადასხვა ორგანიზაციებში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თავის სიტყვაში ისაუბრა გაერო-ს შესყიდვების განყოფილების მნიშვნელობისა და საქმიანობის შესახებ. როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, ეს არის უწყება, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ და მაღალი ხარისხის შესყიდვების მომსახურებას გაეროში შემავალი ორგანიზაციებისთვის კონკურენტული, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესებით. ეს უწყება აქტიურად თანამშრომლობს მომწოდებლებთან მსოფლიოს მასშტაბით და ხელს უწყობს მოწოდების ზრდას განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებიდან.
როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, საქართველო ატარებს ექსპორტზე ორიენტირებულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რაც ითვალისწინებს ექსპორტის სტიმულირებას, დამატებითი საექსპორტო ბაზრების მოძიებას და ამ ბაზრებზე გამარტივებულ შეღწევას. აქედან გამომდინარე, ექსპორტის ხელშეწყობა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს. ეს ხელშეწყობა გამოიხატება იმ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებში, რომლებიც შემუშავებულია სხვადასხვა უწყებების მიერ.
„ეს კონკრეტული ღონისძიებაც ემსახურება ქართული კომპანიებისთვის და ზოგადად ქართული ბიზნესისთვის მეტი პოტენციალის გაჩენას, მათი მოქმედების არეალის გაზრდას და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების შეთავაზებას. აღსანიშნავია, რომ გაერო წარმოადგენს 17 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი ღირებულების ყველა ტიპის პროდუქტისა და მომსახურების გლობალურ ბაზარს ყოველწლიურად. ეს უზარმაზარი ბაზარი მნიშვნელოვანი დამატებითი იმპულსის მიმცემი იქნება ქართული კომპანიებისთვის გაზარდონ წარმადობა და შესყიდვების კუთხით მოახდინონ თავიანთი პროდუქციის ექსპორტირება“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.

ქართულ კომპანიებს პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ შემდეგი ვებ-გვერდების საშუალებით:
https://www.ungm.org/
https://www.un.org/Depts/ptd/welcome-united-nations-procurement-division-unpd

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge