png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

„უჩინ-მაჩინის ქუდი“ აზერბაიჯანული თეატრის სცენაზე ბრუნდება

  • კულტურა
  • 28.11.2016
  • 14:39
„უჩინ-მაჩინის ქუდი“ აზერბაიჯანული თეატრის სცენაზე ბრუნდება

ჰ. ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანულ სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ახალ დადგმებთან ერთად, ძველი სპექტაკლების აღდგენაზეც მუშაობენ და სულ მალე მაყურებელს გ. ერისთავის „უჩინ-მაჩინის ქუდის“ პრემიერაზე უმასპინძლებენ, რომელიც თითქმის 10 წელია დასს აღარ უთამაშია.

„უჩინ-მაჩინის ქუდი“ მაყურებლისთვის აზერბაიჯანულ ენაზე იქნება წარმოდგენილი და სპექტაკლში მხოლოდ ამ თეატრის მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას. აღდგენის რეჟისორები არიან ვარლამ (ლალი) და დავით ნიკოლაძეები.

სპექტაკლი, რომელიც ცნობილი ქართველი დრამატურგის გიორგი ერისთავის პიესის მიხედვითაა შექმნილი, დედაქალაქის პროფესიულ თეატრალურ სივრცეში ნახევარსაუკუნოვანი პაუზის, აზერბაიჯანული თეატრის სცენაზე და რეპერტუარში კი 10 წლიანი შესვენების შემდეგ კვლავ დაბრუნდება.

გიორგი ერისთავმა ერთ-ერთმა პირველმა დაუდო სათავე ქართულ კრიტიკულ რეალიზმს, მტკიცე საფუძველი ჩაუყარა კომედიოგრაფიას, დაარსა ქართული პროფესიული თეატრი, რომელსაც 1850-1854 წლებში ხელმძღვანელობდა. იყო უდიდესი კულტურული წამოწყების ინიციატორი: პირველი ქართული სალიტერატურო ჟურნალი “ცისკარის” დამაარსებელი და რედაქტორი (1852-1853). სპექტაკლები დეკემბერში, აკ. ხორავას სახელობის მსახიობის სახლის (საქართველოს თეატრალური საზოგადოება) სცენაზე გაიმართება და თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობებიც-ლეილა კასუმოვი, ფაზილ ბაირამოვი, ბინალი აკიპოვი, იზაბელა ალიევა და აისელ მამედოვი მაყურებელს იქ უმასპინძლებენ-განაცხადეს თეატრის პრესსამსახურში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge