png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

არასრულწლოვან მსჯავრდებულებსა და რუსთავის საფეხბურთო გუნდს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა

  • საზოგადოება
  • 01.12.2016
  • 17:33
არასრულწლოვან მსჯავრდებულებსა და რუსთავის საფეხბურთო გუნდს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, არასრულწლოვან მსჯავრდებულებსა და რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის საფეხბურთო გუნდს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა.

საფეხბურთო მატჩი არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ სტადიონზე ჩატარდა და ფრედ დასრულდა.

საფეხბურთო გუნდის წარმომადგენელთა განცხადებით, მათ სიამოვნებით მიიღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შეთავაზება შეხვედროდნენ თანატოლებს, რომლებიც ამჟამად დაწესებულებაში იმყოფებიან და მზად არიან, მსგავს მატჩებში მომავალშიც ხშირად მიიღონ მონაწილეობა. გუნდის წევრებმა მსჯავრდებულებს თავიანთი გამოცდილებაც გაუზიარეს.

რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის საფეხბურთო გუნდის ხელმძღვანელობამ და წარმომადგენლებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს სიგელები და საჩუქრად ბურთები გადასცეს.

მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამასთან, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები  სამინისტროს განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტია. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი სპორტულ ღონისძიებებში. დაწესებულება უზრუნველყოფილია ამისთვის საჭირო ყველანაირი ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით. სამინისტროს ორგანიზებით, არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ხშირად იმართება სხვადასხვა სპორტული თამაში - ფეხბურთში, რაგბიში, კალათბურთსა და სპორტის სხვა სახეობებში, როგორც მათი თანატოლი, ასევე, ცნობილი სპორტსმენების მონაწილეობით. მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს არასრულწლოვნებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და მათ რეაბილიტაციას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge