დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
- მსოფლიო
- 11.10.2026
- 17:19
ოკეანე გვჭირდება, ამიტომ ვფიქრობდი: ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ რომ ვუწოდოთ, ან რამე მსგავსი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ტენესის შტატის ქალაქ კლარკსვილში საარჩევნო შეხვედრის დროს განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს ყურე. ჩვენ გვაქვს მშვენიერი ტბა. ჩვენ გვჭირდება ოკეანე“, – თქვა ტრამპმა.
გასულ წელს ტრამპმა მექსიკის ყურეს „ამერიკის ყურე“ უწოდა, რამაც მექსიკასთან დიპლომატიური დაძაბულობა გამოიწვია.
2026 წლის აგვისტოში, ოტავასთან სავაჭრო ომის ფონზე, მან ასევე ხელი მოაწერა განკარგულებას აშშ-ისა და კანადის საზღვარზე მდებარე ხუთი „დიდი ტბიდან“ ერთ-ერთის, ონტარიოს ტბის „ამერიკის ტბად“ გადარქმევის შესახებ.
ტეგები:
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200