png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ესპანეთში ტურიზმის მოსფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს კანდიდატის კამპანიის ფარგლებში ღონისძიება გაიმართება

  • მსოფლიო
  • 12.12.2016
  • 10:30
ესპანეთში ტურიზმის მოსფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს კანდიდატის კამპანიის ფარგლებში ღონისძიება გაიმართება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს კანდიდატის ზურაბ პოლოლიკაშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში, რომელიც ქალაქ მადრიდში გაიმართება.

 მინისტრი ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძე ისაუბრებს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის როლზე, ასევე  ტურიზმის, როგორც საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, მისი განვითარებისთვის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე,  დაგეგმილ რეფორმებსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს მიერ წარდგენილ კანდიდატზე.

 ზურაბ პოლოლიკაშვილის კამპანიის ფარგლებში ესპანეთში დაგეგმილ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი, ესპანეთის ტურიზმის სახელმწიფო მდივანი მატილდე ასიანი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ასევე ესპანეთის დიპლომატიური კორპუსის, პოლიტიკური, ბიზნეს და კულტურის სფეროს  წარმომადგენლები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge