png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ფინანსთა სამინისტროსთან არსებული აუდიტის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

  • ეკონომიკა
  • 23.10.2015
  • 14:46
ფინანსთა სამინისტროსთან არსებული აუდიტის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

23 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული აუდიტის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა აღნიშნა, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია კორპორატიული მართვის საუკეთესო გამოცდილების დანერგვა, რისთვისაც სამინისტრო დგამს პირველ ნაბიჯებს და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ქმნის აუდიტის საბჭოს, რომლის უმთავრესი მიზანი იქნება, სამინისტროში ადეკვატური მმართველობითი, რისკის მართვისა და შიდა კონტროლის სისტემების ჩამოყალიბება.

აუდიტის საბჭო დაეხმარება მინისტრს ზედამხედველობა განახორციელოს სამინისტროში ეფექტური შიდა კონტროლის სისტემის დამკვიდრებისთვის.

საბჭოს შემადგენლობაში მინისტრის გარდა შედიან: ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, გენერალური აუდიტორის მოადგილე დევი ვეფხვაძე, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის წევრი, რევაზ ძაძამია და ლაშა ჯანელიძე აუდიტორული ფირმა „პრაისვოთერჰაუსკუპერსი“ ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი“-ს საქართველოს ფილიალის დირექტორი.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მნიშვნელოვანი იქნება მომავალში აუდიტის საბჭოს საქმიანობაში ექსპერტების ჩართულობის უზრუნველყოფა და მათი მოსაზრებებისა და წინადადებების გაზიარება.

როგორც აღინიშნა, მსგავსი საბჭოს შექმნა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, მაგალითის მიმცემი იქნება სხვა საჯარო დაწესებულებებისთვის, შეიქმნას ქმედითი შიდა ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემა, რომლის მიზანია დეხმაროს დაწესებულებას კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად მიაღწიოს თავის მიზნებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge