png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

რესპუბლიკური პარტია ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ძალებს დიალოგისკენ მოუწოდებს

  • პოლიტიკა
  • 24.10.2015
  • 09:57
რესპუბლიკური პარტია ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ძალებს დიალოგისკენ მოუწოდებს

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძის განცხადება საქართველოში უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენების შესახებ. პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ რესპუბლიკური პარტია მზად არის აწარმოოს დიალოგი ქართული პოლიტიკის რეალურ პასუხისმგებლიან სუბიექტებთან.

”დიალოგი და ურთიერთთანამშრომლობა დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი პირობაა. პოლიტიკური პროცესი, კონსენსუსის აუცილებლობა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მუდმივი დიალოგის რეჟიმში ამყოფებს ამომრჩევლის მიერ ნდობაგამოცხადებულ პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოების წარმომადგენლებს.

ეს განსაკუთრებით კარგად გვესმის რესპუბლიკელებს - ხუთი პარტიისგან შემდგარი მმართველი კოალიციის ერთ-ერთ წამყვან პარტიას, რომელსაც გათავისებული აქვს ხელისუფლებაში ყოფნის პასუხისმგებლობის, პრინციპების ერთგულების, კომპრომისისთვის მზადყოფნისა და საზოგადოების, მათ შორის უშუალოდ საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების აუცილებელი დაცვის მნიშვნელობა”, - ამბობს სამნიძე და აღნიშნავს, რომ ისე როგორც ოპოზიციაში ყოფნისას, როდესაც რესპუბლიკური პარტია ხელისუფლებას და პოლიტიკურ ძალებს დიალოგისკენ მოუწოდებდა, ასევე დღესაც, როგორც ხელისუფლების ნაწილი.

 ”ჩვენ მზად ვართ ღიად ვისაუბროთ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ყველა თემაზე, მაგიდასთან დავსხდეთ საკამათოდ, საერთო ინტერესის საძიებლად და საუკეთესო გამოსავლის საპოვნელად. ასეთ დიალოგს მომზადება სჭირდება, შესაბამისი სოლიდური ფორმატის შეთანხმება. ასეთ დიალოგს ისეთი მონაწილეები სჭირდება, რომლებიც თავიდანვე მზად არიან “უპირობოდ უარი თქვან ყველანაირი ძალადობისა და დაპირისპირების მოწოდებაზე, ძალადობის გამართლებაზე”, როგორც ეს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა თავის განცხადებაში აღნიშნა. ბუნებრივია, ის ამ განცხადებით გამოხატავს რესპუბლიკური პარტიის მკაფიო პოზიციას: “ყველა პოლიტიკოსმა, ხელისუფლებაში მყოფმა თუ ოპოზიციონერმა, ცალსახად და უპირობოდ უარი უნდა ვთქვათ:

ა) ნებისმიერი სახის ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოწოდებაზე თუ გამართლებაზე;

ბ) ნებისმიერი სახის დაუმორჩილებლობაზე სასამართლოს, პოლიციის და სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებებისადმი”.

მომავალში ამ მინიმალისტური სტანდარტების დაკმაყოფილება აუცილებელი წინაპირობაა ნებისმიერ პოლიტიკოსთან, პოლიტიკურ ძალასთან, უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირებთან, სახელისუფლებო შტოების ხელმძღვანელებთან პარლამენტის თავმჯდომარის, შესაბმისად, რესპუბლიკური პარტიის თანამშრომლობის ან დიალოგის გაგრძელებისთვის. ამ დღეებში მსგავსი სულისკვეთების კომენტარები გავრცელდა პარტიის საპარლამენტო წარმომადგენლობის მხრიდანაც.

რესპუბლიკური პარტია მზად არის აწარმოოს დიალოგი ქართული პოლიტიკის რეალურ პასუხისმგებლიან სუბიექტებთან, რომლებიც ითავისებენ ასეთ პირობებს და მოქმედებენ არა საკუთარი სახელდახელო დღის წესრიგისა და ინტერესების შესაბამისად, არამედ რეალურად არიან დაინტერესებული ქვეყნის დემოკრატიული მოდერნიზაციით, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის უზრუნველყოფით”, - ამბობს სამნიძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge