png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გერმანიასა და შვედეთში პირველი ქართველი დიპლომატების მოღვაწეობის შესახებ საარქივო მასალა ეროვნულ არქივს გადაეცა

  • საზოგადოება
  • 24.10.2015
  • 16:34
გერმანიასა და შვედეთში პირველი ქართველი დიპლომატების მოღვაწეობის შესახებ საარქივო მასალა ეროვნულ არქივს გადაეცა

საქართველოს ეროვნულ არქივს გერმანიასა და შვედეთში პირველი ქართველი დიპლომატების მოღვაწეობის შესახებ საარქივო მასალა გადაეცა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ და საგანგებო დავალებათა ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ საქართველოს ეროვნულ არქივს ოფიციალურად გადასცეს 1918-1921 წლებში გერმანიასა და შვედეთის სამეფოში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის ფუნქციონირების შესახებ არსებული საარქივო მასალა.

აღნიშნული უნიკალური საარქივო მასალის ნაწილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გამოითხოვა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებში დაცული არქივებიდან.

საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორთან, თეონა იაშვილთან გამართული შეხვედრის დროს გიგი გიგიაძემ განცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს ეროვნულ არქივთან და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების დახმარებით მაქსიმალურად შეეცდება 1918-1921 წლებში საზღვარგარეთ არსებული პირველი ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ქართველი დიპლომატების შესახებ საარქივო მასალების მოძიებას, მათი საქართველოში დაბრუნებისა და ეროვნული არქივის შევსების მიზნით.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა  გადაუხადა საქართველოს ეროვნული არქივის დირექტორს საზღვარგარეთ პირველი ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობების შესახებ საარქივო ინფორმაციის შეგროვების პროცესში გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისთის.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge