png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გუდაურში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის- „Doppelmayr"-ის ახალი საბაგირო გაიხსნა

  • ეკონომიკა
  • 23.12.2016
  • 15:15
გუდაურში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის- „Doppelmayr"-ის ახალი საბაგირო გაიხსნა

 გუდაურში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის- „Doppelmayr"-ის ახალი საბაგირო გაიხსნა, რომლის ღირებულება 20 მილიონი ლარია. საბაგიროს გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთად, დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა სამთო სპორტის მოყვარულებს ახალი საბაგიროს გახსნა მიულოცა და გუდაურის კურორტის განვითარებაში ადგილობრივების დიდ წვლილზე ისაუბრა. 

"პირველ რიგში მივესალმები ძველ გუდაურელებს, იმ ადამიანებს, რომელთა ენთუზიაზმითაც დაიწყო გუდაურის იდეა და აშენდა ეს მართლაც და მსოფლიოში ერთ-ერთი უმშვენიერესი კურორტი. ასეთი განსაკუთრებული იდეის განხორციელება გმირობის ტოლფასია - როცა იწყებ ამხელა საქმეს და უდიდესი გამძლეობა, ძალიან ბევრი საწინააღმდეგო აზრის გადატანა და ბრძოლა გიწევს. ამიტომ, ათმაგად მნიშვნელოვანია თქვენი გმირობა და ის უდიდესი ღვაწლი, რომელიც ამ უმშვენიერესი კურორტის შექმნაში მიგიძღვით. ჩვენ ღირსეულად ვაგრძელებთ თქვენს საქმეს და ძალიან დიდი გეგმები გვაქვს.  ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და შეიძლება ითქვას, რომ ორნახევარჯერ არის გაზრდილი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა. ასევე, ეს არის ის უახლესი სისტემები, ის უახლესი საბაგიროები, სასტუმროები და ინვესტიციები რომლებიც დღეს აქ ხორციელდება",-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უკვე დასრულებულია გუდაურის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა კანადურ კომპანია "ეკოსაინთან" ერთად, რაც იძლევა საშუალებას, რომ კურორტი გეგმაზომიერად და მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებთან შესაბამისად განვითარდეს.

"ჩვენ დღეს აქ ამოვედით, რომ გავხსნათ მსოფლიოში წამყვანი კომპანია "Doppelmayr"-ის მიერ დამონტაჟებული ახალი საბაგირო, რომელიც თვისობრივად გააუმჯობესებს მომსახურებას კურორტ გუდაურში. ჩვენ დავასრულეთ კანადურ კომპანია "ეკოსაინთან" ერთად გუდაურის განვითარების გენერალური გეგმა და, დღეიდან მოყოლებული, სტიქიური განვითარება აღარ იქნება ამ კურორტზე - იქნება გეგმაზომიერი, თანამედროვე და მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებთან შესაბამისი განვითარება. ეს მოითხოვს გარკვეულ რეგულაციებს ამ განვითარების დროს, მაგრამ ეს იქნება იმისათვის, რომ უფრო მეტი შემოსავალი ნახოს თითოეულმა სასტუმრომ, რომელიც აქ არსებობს, საოჯახო და დიდმა სასტუროებმა",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის ინფორმაციით, გუდაურში 2018 წლიდან  24-საათიანი წყალმომარაგება იქნება, რაც დღემდე პრობლემაა.

"გუდაურში ყოველთვის წყალმომარაგების პრობლემა იყო. წელს, წყალმომარაგების პირველი ეტაპი დასრულდა. 2018 წელს კი, 24-საათიანი წყალმომარაგება იქნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ  ქვეყნის განვითარების მიზნით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები იქნება "დიდი მომავლის და ძალიან მნიშვნელოვანი საქმის საფუძველი". 

" არ არის მარტივი პერიოდი, ხედავთ, რომ რაღაც პერიოდის გადატანა გვიწევს, მაგრამ ბევრჯერ ნათქვამს გავიმეორებ - 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი კერძო სექტორისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, იქნება ბევრი ინვესტიცია,  თითოეული ბიზნესმენის უფლება იქნება ძალიან მაღალ დონეზე დაცული და მე ვარ აბსოლუტურად სავსე ენთუზიაზმითა და ოპტიმიზმით,"-აღნიშნა პრემიერმა.

საბაგიროს გახსნის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. საპატიო ჯილდო გადაეცათ იმ პირებს, რომლებმაც გასული საუკუნის   80-იან წლებში უდიდესი წვლილი შეიტანეს კურორტის განვითარებაში. 

2016 წელს გუდაურის სამთო-სათხილამურო ინდუსტრიის განვითარებისა და საერთო პოტენციალის ზუსტი დადგენისთვის კანადურმა კომპანია „ეკოსაინმა" შეიმუშავა გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რაც არის ფუნდამენტური დოკუმენტი კურორტის სწორი დაგეგმარებისა და განვითარების კუთხით. 2016 წელს საქართველოს მთავრობამ ასევე დაიწყო დიდი ინფრასტრუქტურული  პროექტი, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს ჩართულობით,  გუდაურსა და მის მიმდებარე სოფლებში სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს. 

მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის,"  სამთო გამყოლთა ასოციაციაციისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოში პირველად დაარსდა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა, რომელიც  საერთაშორისო დონის მთაში გამყოლ გიდებს მოამზადებს.  

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge