png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ახალი სამუშაო ადგილები და გაზრდილი ინვესტიცია მგფ-ის მხარდაჭერის სანაცვლოდ

  • ეკონომიკა
  • 24.10.2015
  • 12:31
ახალი სამუშაო ადგილები და გაზრდილი ინვესტიცია  მგფ-ის მხარდაჭერის სანაცვლოდ

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, შპს “შუხმან ვაინზ ჯორჯიას”,  ინფრასტრუქტურის მოწყობაში დაეხმარა. მოხდა სასტუმრომდე მისასვლელი ერთკილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია, გაიმართა წყალმომარაგებისა და სანიაღვრე სისტემები, რის შედეგადაც, კომპანიამ შექმნა დამატებითი 50 სამუშაო ადგილი და გააფართოვა ბიზნესი. დღეს რეაბილიტირებული სასტუმრო და სხვა ინფრასტრუქტურა საქართველოს მთავრობის წევრებმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.

გახსნის ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე და მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში,  აჰმედ აივეიდა ესწრებოდნენ. პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის (ppi-ის)  ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დახმარებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 846 200 ლარი შეადგინა.

პროექტის რეალიზაციის შედეგად, გაიზარდა ტურისტების რაოდენობა. მოწესრიგებულმა ინფრასტრუქტურამ გააძლიერა სოფლის მეურნეობა. გაწეული დახმარების სანაცვლოდ,  შპს „შუხმან ვაინზ ჯორჯიამ“ დამატებით 2 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა და დამატებით 50 სამუშაო ადგილი შექმნა.

გახსნის ღონისძიებაზე სტუმრებს კომპანიის დამფუძნებელმა, ბურხრად შუხმანმა უმასპინძლა.

შპს „შუხმან ვაინზ ჯორჯიამ“ 2014 წელს სახელმწიფოს მიერ გაცემული აგრო სესხით ისარგებლა და წარმოება გააორმაგა. ის დღეს მილიონნახევარ ბოთლ ღვინოს აწარმოებს და 20- ზე მეტ ქვეყანაში ახდენს მის რეალიზაციას. კომპანია 2009 წელს დაფუძნდა და მთლიანად მის მიერ გაწეულმა ინვესტიციამ 6,5 მლნ ევრო შეადგინა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge