png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მსოფლიო რუკაზე საქართველოს 22 ფაბლაბი გამოჩნდა

  • საზოგადოება
  • 28.12.2016
  • 11:20
მსოფლიო რუკაზე საქართველოს 22 ფაბლაბი გამოჩნდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით საქართველოში არსებული 22 სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია მსოფლიოს ფაბლაბების რუკაზე გამოჩნდა, რომელიც მსოფლიოში არსებულ 1000-ზე მეტ ლაბორატორიას შორის ერთგვარი  საკომუნიკაციო საშუალებაა.  საქართველო რეგიონის მასშტაბით პირველი ქვეყანაა, რომელმაც  გლობალურ რუკაზე 22 ფაბლაბი მონიშნა.

2016 წლის მონაცემებით საქართველო ფაბლაბების რაოდენობის მიხედვით მე-11  ადგილს იკავებს მსოფლიო ფაბლაბების რუკაზე. ის უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა შვეიცარია, პორტუგალია, პოლონეთი, იაპონია, ჩინეთი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო რუკაზე დარეგისტრირებული ფაბლაბების შერჩევისა და რუკაზე მონიშვნის კომისიის წევრებს შორისაც იკავებს ადგილს.

,,გასულ წელს FAB11-ის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველო დასახელდა მსოფლიოში პირველ ფაბლაბების ქვეყნად, ამ სტატუსის მატარებელ ქვეყანას აქვს საშუალება ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის უნიკალური მოდელი გამოიყენოს. აღნიშნული წინსვლა უფრო მეტად ამყარებს ამ კონცეფციაში ჩვენს აქტიურ მონაწილეობას, რაც ზრდის პერსპექტივებს მომავალი განვითარების კუთხით. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების  სააგენტო კიდევ უფრო აქტიურად გეგმავს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების მიმართულებით მუშაობას, რაც აუცილებლად აისახება სფეროს წინსვლასა და ბიზნესის განვითარებაზე."- აცხადებს ფაბლაბების ქსელის მენეჯერი გიორგი ხაჩიძე.

სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია - ფაბლაბის პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 2014 წელს დაიწყო, პირველი ლაბორატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა, რის შემდეგაც სააგენტომ თბილისის მერიასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად საქართველოს მასშტაბით მოახდინა 21 ლაბორატორიის ფორმირება. მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტროს დაფინანსებით სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში 14-მდე ფაბლაბი ერთდროულად გაიხსნება, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა მთლიანად რეგიონში.

ფაბ-ლაბი არის უნიკალური სივრცე ნებისმიერი მოქალაქისათვის, რომელსაც აქვს იდეა, სურს მისი განხორციელება, ან სტარტაპ ბიზნესად ჩამოყალიბება. ის ყველას აძლევს საშუალებას ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე, ამ სივრცეებში ხდება ახალი წამოწყებების სრულყოფა, მომავლის პროფესიების ფორმირება და ახალგაზრდა ინოვატორების იდეების რეალიზება.

დღეს ქვეყანაში ფაბლაბების რაოდენობის გადანაწილება ასეთია:

თბილისი - 9

ბათუმი - 2

ქუთაისი - 2 

მესტია - 1 

გურჯაანი - 1

ახალციხე - 1

ქობულეთი - 1

წალენჯიხა - 1

ფოთი - 1

ამბროლაური - 1

რუსთავი - 1

ზუგდიდი - 1

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge