png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ივანიშვილი: რა ხდება „რუსთავი 2“-ში, რატომ არის ასეთი საოცარი ისტერიკა?

  • სამართალი
  • 24.10.2015
  • 20:45
ივანიშვილი: რა ხდება „რუსთავი 2“-ში, რატომ არის ასეთი საოცარი ისტერიკა?

რა ხდება „რუსთავი 2“-ში, რატომ არის ასეთი საოცარი ისტერიკა?, - განაცხადა შაბათის ქრონიკისთვის მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმადინარე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით. მისი თქმით, რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმადინარე სასამართლო პროცესი ორ სუბიექტს შორის არსებულ დავაა.

 „დავეთანხმები მთავრობის წევრებს, ეს არის ბრძოლა ორ სუბიექტს შორის, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და თავად „რუსთავი2“-ის ხელმძღვანელი ყველანაირად ცდილობს დახატოს, რომ ეს არის მთავრობის დაკვეთა და მათ ებრძვის მთავრობა. საერთოდ, საოცარი აჟიოტაჟი არის სასამართლოს ირგვლივ, რეალურად თუ შევხედავთ რა ხდება, საამართლოში ჩივის ქიბარ ხალვაში, „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელი, დავობს საკუთრებაზე. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, „მაესტროში“ ხდება მსგავსი პროცესები, რამდენადაც მე ვიცი, გამოჟონა ინფორმაციამ, აქციონერების ნაწილი ამბობდა, თითქოს იქაც მთავრობას ხედავდნენ, მაგრამ ეს მიწყნარდა, საბედნიეროდ. დარწმუნებული ვარ, მთავრობა არაფერ შუაშია არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში. „მაესტროზე“ მიდის კამათი აქციონერებს შორის და მე როგორც ვიცი, ეს უფრო ადრეა დაწყებული და მიდის კამათი როგორც უნდა მიდიოდეს. დავას ვერ შევაქებ, მაგრამ ეს ხდება, ცხოვრება ასეთია, მიდის დავა და არავითარი აჟიოტაჟი ამას არ ახლავს, რა ხდება „რუსთავი 2“-ში, რატომ არის ასეთი საოცარი ისტერიკა? ჯერ ერთი, სასამართლო პროცესი მიდის, იქნებ მათ სასარგებლოდ წყდება ყველაფერი? უკვე გაკეთდა ის განცხადებები, რომელსაც ვერ ასაბუთებენ, მარჩიელობენ, რომ ასე მოხდება, ასე გადაწყდება“, - აცხადებს ივანიშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge