png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ირაკლი კობახიძე ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა (ვიდეო)

  • პოლიტიკა
  • 10.01.2017
  • 16:10
ირაკლი კობახიძე ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი, რუვენ რივლინი მიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 

პარლამენტის თავმჯდომარემ 8 იანვარს, იერუსალიმში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მწუხარება გამოთქვა და ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს ადამიანთა დაღუპვის გამომიუსამძიმრა. რუვენ რივლინმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობასა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს. განიხილეს საქართველოსა და ისრაელში არსებულვითარება, ისაუბრეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზეც. რუვენ რივლინის განცხადებით, ისრაელის სახელმწიფო მტკიცედ უჭერს მხარსსაქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტმა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფების აქტიური მუშაობა.

მხარეებმა ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზეც იმსჯელეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაღრმავებასგანსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ისრაელის პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის, ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ისრაელის სახელმწიფოსთან ურთიერთობებისგაღრმავება. ორი კვირის წინ დაახლოებით ასევე შედგა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, სადაც მონაწილეობდნენ პარლამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლები, რამდენიმე ვიცესპიკერი იყოჩამოსული საქართველოში და ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები დავგეგმეთ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების. ამ მიმართულებას ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ", - განაცხადაირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, რუვენ რივლინის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოსთან მომავალი თანამშრომლობის შესახებ მნიშვნელოვანი სიგნალი იყო.

„ეს იყო ძალიან მაღალი დონის ვიზიტი და სიგნალი ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან მომავალი თანამშრომლობის შესახებ. ჩვენ ისრაელთან გვაკავშირებს დიდი ხნის თანამშრომლობის დამეგობრობის ისტორია და ბუნებრივია, ჩვენი მომავალი თანამშრომლობა, ურთიერთობების გაღრმავება არაერთ სტრატეგიულ სფეროში, ეფუძნება სწორედ ამ სტრატეგიას და ამ გამოცდილებას.რაც შეეხება, სფეროებს, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, კარგად მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკური განვითარებისთვის და იმ გაცხადებული პრიორიტეტებისთვის, რაც აქვს საქართველოსმთავრობას დღეს, მნიშვნელოვანია სწორედ ისეთი სახელმწიფოს მხარდაჭერა, როგორიც არის ისრაელი - ეს არის ეკონომიკური ინიციატივები, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის და სოციალურისფეროები, ეს არის საქართველოს როლი საერთაშორისო თანამეგობრობაში და მისიებში, სადაც ჩვენ გვაქვს გადაკვეთის წერტილები და თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილებაისრაელთან", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას არჩილ თალაკვაძემ.

ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან შეხვედრას, ირაკლი კობახიძესთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სერგი კაპანაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ესწრებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge