png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სასამართლომ მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

  • სამართალი
  • 18.01.2017
  • 11:56
 სასამართლომ მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ვახტანგ ყიფშიძე დამნაშავედ  სცნო ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ორგანიზებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გადამეტებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 332-ე მუხლის I ნაწილითა და 333-ე მუხლის I ნაწილით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ვახტანგ ყიფშიძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლად მუშაობის დროს ქ. მცხეთაში, ფიქრის გორაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე თაღლითურად  საკუთრების უფლების მიღების მიზნით შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და იმ მოტივით, რომ თითქოსდა აღნიშნული ჯგუფის წევრებს წლების განმავლობაში თვითნებურად ჰქონდათ მიწის ნაკვეთები დაკავებული, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ქ. მცხეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ყალბი ცნობები დაამზადებინა. ასევე ვახტანგ ყიფშიძემ სამსახურებრივი  უფლებამოსილების გადამეტებით უკანონო დავალება მისცა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მის თავმჯდომარეს, მიწის ნაკვეთებზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების საკუთრების უფლებები ეღიარებინათ. 

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ვახტანგ ყიფშიძემ და ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა  2008 წლის მარტში  ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ქ. მცხეთაში, ფიქრის გორაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ 1 297 800 ლარის ღირებულების  28 840 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთებზე თაღლითურად მიიღეს საკუთრების უფლება.

ვახტანგ ყიფშიძეს ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობის ორგანიზება,  ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 332-ე მუხლის I ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება  და 333-ე მუხლის I ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) წარედგინა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ვახტანგ ყიფშიძე სრულად სცნო დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებებში და 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, ჯარიმა 20000 ლარის ოდენობით და საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge