png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ენმ-მ გიორგი ცერცვაძის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურას მიმართა

  • სამართალი
  • 24.01.2017
  • 12:44
 ენმ-მ გიორგი ცერცვაძის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურას მიმართა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს მთავარ პროკურატურას ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადებით მიმართა.  განცხადება პარტიის წევრებმა - აკაკი მინაშვილმა და გოგა ონიანმა შეიტანეს. 
გოგა ონიანის განმარტებით, საქმეში იკვეთება „სისხლის სამართლის კოდექსის“ უმძიმესი დანაშაული, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს და ასევე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 319-ე მუხლის დარღვევა, რაც უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის, ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
რაც შეეხება აკაკი მინაშვილს, მისი თქმით, ეს არის ღალატი და პატრიოტების დევნა სახელმწიფოს მხრიდან.

,,სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილმა იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების მეშვეობით დაიწყო სადამსჯელო ოპერაცია იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც იცავდნენ საქართველოს თავისუფლებას და ტერიტორიულ მთლიანობას წლების განმავლობაში. ამის მაგალითია გია ცერცვაძე. ის არ გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლებამ იმ საფრთხის შესახებ, რაც მას ელოდა. ეს არის მძიმე დანაშაული – პირდაპირი დახმარება უცხო ქვეყნისთვის საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. ვითხოვთ, აღიძრას ამაზე საქმე. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ პროკურატურა ამას გამოიძიებს, თუმცა ეს არის წნეხი, რომ მომავალში მსგავსი დანაშაული არ ჩაიდინონ“, - განაცხადა მინაშვილმა.
ქართველი ჯარისკაცი, გიორგი ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის მოთხოვნით დაკავებულია და კიევის ციხეში ზის. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა. ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წელს გამოცხადდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge