png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სალარო საკონტროლო აპარატების ბაზარზე ახალი ოპერატორი შემოდის

  • ეკონომიკა
  • 26.10.2015
  • 15:30
სალარო საკონტროლო აპარატების ბაზარზე ახალი ოპერატორი შემოდის

სალარო საკონტროლო აპარატების ბაზარზე ახალი ოპერატორი შემოდის. საქართველო ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, საკონტროლო სალარო აპარატების რეალიზაციას განახორციელებს ნებისმიერი კომპანია, რომელიც დადგენილ სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

როგორც ირკვევა, ცვლილება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული ე.წ. „სამ მოდულის” (SAM MODUL) გამოყენებით. „სამ მოდული“ მიზნად ისახავს საკონტროლო სალარო აპარატებისათვის ერთიანი სტანდარტისა და უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას. აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების (N34112) შესაბამისად, საკონტროლო სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრში შეტანილ იქნა „სამ მოდულის“ აქტივაციისათვის საჭირო მონაცემების მქონე “DATECS DP-25” მოდელის საკონტროლო სალარო აპარატი, რომლის რეალიზაციასა და მომსახურებას უზრუნველყოფს შპს „კასა ჯი“. შესაბამისად ბაზარზე გაჩნდა მეორე კომპანია რომელიც ახორციელებს საკონტროლო სალარო აპარატების რეალიზაციას. აღნიშნულ კომპანიას აქვს ოფისები თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, ასევე იგეგმება საქართველოს სხვა რეგიონებშიც მათი გახსნა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, საკონტროლო სალარო აპარატების ბაზარზე მონოპოლისტური გარემო იყო ჩამოყალიბებული, შესაბამისად, ოპერირებდა მხოლოდ ერთი კომპანია -„ჯორჯიან სერვის ნეტვორკი“ რომელიც ახორციელებს ბულგარული კომპანია „დეიზი ტექნოლოჯის“ მიერ წარმოებული სალარო აპარატების რეალიზაციასა და მომსახურებას.

შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საკონტროლო სალარო აპარატი შემოსავლების აღრიცხვისა და საგადასახადო კონტროლის ეფექტურად განხორციელების მიზნით გამოიყენება და სავალდებულოა ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, გარდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge