png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თიბისი გალერეაში ჟურნალ XII-ის იანვრის ნომრის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მოწვეული რედაქტორია თიბისი ბანკი

  • საზოგადოება
  • 26.01.2017
  • 14:40
 თიბისი გალერეაში ჟურნალ XII-ის იანვრის ნომრის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მოწვეული რედაქტორია თიბისი ბანკი

თიბისი გალერეაში ჟურნალ XII-ის იანვრის ნომრის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მოწვეული რედაქტორია თიბისი ბანკი.

პრეზენტაციის პარალელურად, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა პირველად ენახა მომღერალ ნიაზ დიასამიძის მიერ ანბანის თემაზე შესრულებულ ნამუშევრები პრინტის სახით.

ნიაზის სერია „ქართული ანბანი“ ჟურნალის მთავარ თემას - პროექტ  #წერექართულად იდეას ემთხვევა. სწორედ ამიტომ ჟურნალ XII-ის ყდაზე, ასევე თიბისი გალერეაში ნიაზ დიასამიძის ნამუშევრების პრინტები განთავსდა ქართული ანბანის თემაზე.  

ჟურნალ XII-ის   გვერდებიდან გაიცნობთ  ადამიანებს, რომლებმაც თიბისისთან ერთად 2016 წელი შექმნეს.  ბიზნესკომპანიების დამფუძნებლები, არტისტები, მორაგბეები, გამომგონებლები  - ეს ის ადამიანები არიან,  რომლებმაც თავიანთ სფეროში მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელეს და გასული წლის გმირებად იქცნენ.  

როგორ უყურებენ თავის კარიერას საქართველოში ყველაზე წარმატებული გუნდური სპორტის ლიდერები  - მორაგბეები; რას ქმნიან ქართველი არტისტები, რომლებმაც დაიწყეს ბიზნესთან აქტიური კოლაბორაცია და როგორია ის ახალი ფორმები, რომელშიც ისინი მუშაობენ; როგორ უყურებენ თავის წარმატებას ბიზნესკომპანიების დამფუძნებლები, რომლებმაც მოიპოვეს ლიდერობა ბაზარზე სხვადასხვა სფეროში; რას ქმნიან ახალგაზრდა მეცნიერები და როგორი მომავალი ექნებათ მათ - ეს ის თემებია, რომელსაც ჟურნალ XII იანვრის ნომერში გთავაზობთ.

„ყველაფერი, რასაც ამ ნომერში ნახავთ ჩვენი თანამედროვეობის ნაწილია. იმ მოვლენების ასახვაა, რომელიც ჩვენს გარშემო ხდება და გარემოს ცვლის. ადამიანები, რომლებზეც მოგითხრობთ, არიან შემოქმედებითი, გულწრფელი და თავგადასავლის მოყვარული ადამიანები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს და შექმნეს ფასეულობა. სწორედ ამიტომ ვთვლით, რომ ეს ნომერიც ფასეული გამოგვივიდა და ბევრისთვის ის შესაძლოა შთაგონების წყაროდაც იქცეს,“ - აცხადებს თიბისი ბანკის მარკეტინგის დირექტორი, ნინო ეგაძე. 

„ვეცადეთ გვეპოვა ყველაზე საინტერესო გზები ამ ისტორიების გადმოსაცემად და გასაზიარებლად. უნიკალური მასალა გამოგვივიდა - შეიქმნა საინტერესო დიზაინი, ფოტოები და ტექსტები, რომელმაც ჩვენი ჟურნალი მრავალფეროვანი გახადა, როგორც ვიზუალურად, ისე შინაარსობრივად. ჩვენს მკითხველს დიდი სიამოვნება ელის წინ,“- აცხადებს ქეთა ლომიძე, ჟურნალ XII-ის დამფუძნებელი. 

ჟურნალი დღეიდან უკვე გაყიდვაშია.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge