png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილ სკვერში გაწმენდა-დასუფთავებითი სამუშაოები დაიწყო

  • საზოგადოება
  • 27.01.2017
  • 14:07
საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილ სკვერში გაწმენდა-დასუფთავებითი სამუშაოები დაიწყო

საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილ სკვერში გაწმენდა-დასუფთავებითი სამუშაოები დაიწყო. სკვერის განახლების სურვილი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა კრწანისისმაჟორიტარ დეპუტატ, ბექა ოდიშარიასთან ერთ-ერთ აუდიენციაზე გამოთქვა.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, სკვერი წლების წინ მოუვლელობის და ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით დაიხურა. მაჟორიტარმა დეპუტატმაუწმინდესს ისეთი სივრცის მოწყობა შესთავაზა, სადაც ახალგაზრდა მხატვრები და მუსიკოსები ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებზე იმუშავებენ და პერფორმანსებს წარმოადგენენ.

აღნიშნულის განსახორციელებლად, ბექა ოდიშარიამ თბილისის მერიას თხოვნით მიმართა, რომელმაც სკვერის კეთილმოსაწყობად დასუფთავების და განათების სამსახურების და ტექნიკურისამუშაოების განხორციელებისთვის შესაბამისი წარმომადგენლები გამოყო.

გაწმენდა-დასუფთავების სამუშაოები დღეიდან დაიწყო და მისი დასრულების შემდეგ, სკვერში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება, ასევე დაგეგმილია მცირე ზომის კვებისობიექტების და ჰიგიენური კვანძის გახსნაც. დასასვენებელი სივრცე დაცვის სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ მოექცევა.

„ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საპატრიარქოს კუთვნილი სკვერის დასუფთავება დავიწყეთ. მისი უწმინდესობის ნება-სურვილია, რომ აქგაჩნდეს სივრცე, სადაც ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვან ადამიანებს საკუთარი შემოქმედების წარმოჩენის საშუალება მიეცემა. ჩვენი მიზანია, რომ აქ მუდმივად იყოს ასეთი ტიპისპერფორმანსები და ისეთი ახალი დასასვენებელი ადგილი შეიქმნას, რომლითაც იამაყებს არა მხოლოდ ეს უბანი, არამედ მთლიანად ძველი თბილისი. თბილისის მერიის და უშუალოდქალაქის მერის, დავით ნარმანიას დახმარებით, რომელსაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, დასუფთავების სამუშაოები დაწყებულია და უახლოეს დღეებში მოვახერხებთ ამსკვერის გახსნას", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge