png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ქიბარ ხალვაში: ტელე–დებატებში მხოლოდ მიშა სააკაშვილთან დავჯდები

  • პოლიტიკა
  • 27.10.2015
  • 15:13
ქიბარ ხალვაში: ტელე–დებატებში მხოლოდ მიშა სააკაშვილთან დავჯდები

საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან დღევანდელმა ჩემმა შეხვედრამ მედიაში საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს, რომ ოპერატიულად გამოეხმაურა ჩვენს თხოვნას და შეგვხვდა. ჩვენ მას მოვუყევით ყველაფერი, რაც საქმის სამართლებრივ მხარეს ეხება, ვთხოვეთ, რომ დააკვირდეს სასამართლოს პროცესს, რამდენადაც ფაქტია, სასამართლო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არნახულ ზეწოლას განიცდის და არის მცდელობა, რომ ნაციონალური მოძრაობის წრეგადასულმა ქმედებებმა ზეგავლენა მოახდინოს სასამართლოს საქმიანობაზე. პრეზიდენტს ვთხოვეთ  მისი წარმომადგენელი დაესწროს პროცესს, რათა მას ჰქონდეს რეალური და მიუკერძოებელი ინფორმაცია საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.  

საკმაოდ ვრცელი და საინტერესო საუბარი გამოვიდა, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი გიორგი მარგველაშვილს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ საქართველოში არსებულმა პრაქტიკულად ყველა ტელევიზიამ მიმიწვია პირდაპირ ეთერში. მინდა მადლობა გადავუხადო მედიას ასეთი ინტერესისთვის და აქვე მოვუბოდიშო, რომ ამ ეტაპზე არ ვთვლი საჭიროდ ტელე–ეთერით საკითხთან დაკავშირებით უფრო ვრცლად საუბარს.

 

ერთადერთ შემთხვევაში, თუ რომელიმე ტელევიზია, მათ შორის, თუნდაც რუსთავი 2, მოახერხებს და ორგანიზებას გაუკეთებს ჩემს დებატებს მიშა სააკაშვილთან, სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას, ამ, ჩემი აზრით, ყველასთვის საინტერესო პირდაპირ ეთერში.

გარწმუნებთ, სააკაშვილთან ჩემი დებატები სულ რამდენიმე წუთში დაუსვამს წერტილს ამ დავას და საზოგადოებას დაანახვებს ვინ რას წარმოადგენს და ვის რა ხელი ჰქონდა რუსთავი 2–თან.

საზოგადოებას ეხსომება, რამდენიმე დღის წინ მე ტელედებატებში გამოვიწვიე რუსთავი 2–ის ნომინალური მფლობელები, ძმები ყარამანაშვილები, შემდგომ რუსთავი 2ის ფაქტობრივი მეპატრონე, მიშა სააკაშვილი. როგორც მოსალოდნელი იყო, მათ ჩემს ამ გამოწვევას იგნორით უპასუხეს. ვფიქრობ, ყველაფერი დღესავით ნათელია. რაც შეეხება ბატონ გვარამიას, – ნომინალური მფლობელების მიერ დაქირავებულ დირექტორადწოდებულთან, რა თქმა უნდა, სალაპარაკო არაფერი მაქვს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge