png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ფინანსთა მინისტრმა სამტრედიასა და ზესტაფონში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განახლებული სერვისცენტრები გახსნა

  • ეკონომიკა
  • 27.10.2015
  • 15:16
ფინანსთა მინისტრმა სამტრედიასა და ზესტაფონში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განახლებული სერვისცენტრები გახსნა

მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სამტრედიასა და ზესტაფონში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განახლებული სერვისცენტრები გახსნა. ცერემონიაში მონაწილეობდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი. შემოსავლების სამსახურმა მოქმედი სერვისცენტრები, გადასახადის გადამხდელთა სამეწარმეო საქმიანობის გაუმჯობესების, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გამარტივებისა და, ასევე, მაქსიმალურად ინფორმაციული და კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, განაახლა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვა. განახლებულ სერვისცენტრებში მოწყობილია კომფორტული მოსაცდელი დარბაზები. ინფრასტრუქტურა მორგებულია თითოეული გადასახადის გადამხდელის, მათ შორის, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების მომსახურებაზე. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელებს საშუალება აქვთ, გამოიყენონ სერვისცენტრის თავისუფალი ინტერნეტსივრცე და შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისებით ისარგებლონ. სერვისცენტრები ფუნქციონირებს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, რაც ხელს უწყობს გადასახადის გადამხდელთა ხარიასხიან, სწრაფ და კვალიფიციურ მომსახურებას. სერვისცენტრებში განთავსებულია საბანკო დაწესებულების წარმომადგენლობა, სადაც შესაძლებელია გადასახადის გადახდა და სხვა საბანკო მომსახურების ადგილზე მიღება. ამასთან, მომსახურების სერვისცენტრებში გადამხდელს საშუალება აქვს, წარადგინოს და პასუხი მიიღოს 200-ზე მეტ ელექტრონულ განაცხადზე. მათ შორის, განახორციელოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი რეგისტრაციის პროცედურები; მიიღოს ინფორმაცია მისთვის საინტერესო საგადასახადო საკითხებზე; მოითხოვოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო შეღავათები; მიიღოს სხვადასხვა სახის ცნობები; მოითხოვოს ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო ფორმები (მათ შორის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი, აგგს ლუქები, tax free-ს სტიკერები და სხვ.)

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge