png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს პრეზიდენტი სახალხო დამცველს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 27.10.2015
  • 15:31
საქართველოს პრეზიდენტი სახალხო დამცველს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს და მოუწოდებს წამების ფაქტებთან დაკავშირებით საზოგადოებას ანგარიში ჩააბარონ.

აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახალხო დამცველთან უჩა ნანუაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, სადაც ფაქტობრივად ყოველდღე ვხედათ ახალ, ამაზრზენ ვიდეოებს. ეს ის სტრესული გარემოა, რომელშიც დღეს საზოგადოება ცხოვრობს. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვგმობთ ძალადობის, სადიზმის ყველა ფორმას და აგრეთვე, ამ ინფორმაციის ტირაჟირებას. მე მივმართავ ყველა სამართალდამცავ ორგანოს, გამომდინარე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან, ჩააბარონ ანგარიში საზოგადოებას, ამ კატასტროფულ ვიდეოებში ასახული ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც რამდენადაც ჩვენ ვხედავთ სისტემური იყო - რამდენი ადამიანის მიმართ წარმოებს, ან წარმოებდა სამართლებრივი დევნა, რამდენი ადამიანია მიცემული პასუხისგებაში, იმისათვის, რომ ჩვენში გამყარდეს იმის განცდა, რომ სადისტები და მოძალადეები სამართლიანად დევნილები არიან და მათ საზოგადოება, ისევე, როგორც პოლიტიკური სისტემა, არასდროს შეუნდობს იმას, რაც კეთდებოდა და რაც ვნახეთ ამ კატასტროფულ კადრებში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, შეხვედრისას ორ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს - ბოლომდე უნდა მივიდეს წამების კადრებთან დაკავშირებული გამოძიება, პროცენტულად მხოლოდ მცირე ნაწილი არის გამოძიებული და ერთეული საქმეები არის დასრულებული. და, მეორე საკითხი, სახალხო დამცველის განცხადებით, ყველა მეთოდის გამოყენებით, უნდა შეიზღუდოს იმ კადრების გავრცელება, რომელიც ბოლო პერიოდში გამოჩნდა, რადგან მას უკუეფექტი აქვს და შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო მეტ რისკებს აჩენს საზოგადოებაში დაძაბულობის კერების შექმნისა და ძალადობის ესკალაციის კუთხით.


--

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge