png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

პრეზიდენტმა ფრაქციებთან და არასამთავრობოებთან სასამართლო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტზე გამოთქმული მოტივირებული შენიშვნები განიხილა

  • პოლიტიკა
  • 03.02.2017
  • 16:42
პრეზიდენტმა ფრაქციებთან და არასამთავრობოებთან სასამართლო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტზე გამოთქმული მოტივირებული შენიშვნები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სასამართლო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ დასწრებიან.

პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ოფიციალური წერილით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, თუმცა უშედეგოდ. არც ვეტოს დადებამდე და არც შემდეგ პრეზიდენტთან შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ დასწრებიან.

ფიქრია ჩიხრაძემ შეხვედრების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს ის ოფიციალური წერილები წარუდგინა, რომლითაც პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს წინასწარ კონსულტაციებზე იწვევდა.

„ვეტო პრეზიდენტის უფლებების კონსტიტუციური ნაწილია, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არის ასეთი უცნაური დამოკიდებულება.

ვეტო არ ემსახურება არავისთან დაპირისპირებას.  „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტების მიღება ძალიან მოკლე დროში მოხდა.  ჩვენი პოზიციაა, კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ მსჯელობას, გავითვალისწინოთ, რაც გასათვალისწინებელია, გავასწოროთ ის ხარვეზები, რომელიც არის,  რადგან ეს რეფორმა უმნიშვნელოვანესია ქართული სახელმწიფოსათვის.

ყველა ეს რეკომენდაცია, რომლის თაობაზეც დაიწერა ვეტო, ეფუძნება ვენეციის კომისიის დასკვნებს და ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მათი მხრიდან, რომ ვენეციის კომისიის პოზიციების მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება, თურმე არც ისეთი მნიშვნელოვანი აღმოჩნდება.

ასე რომ, ძალიან კომპლექსურია ეს საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანია და რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გაუგებარია მართლაც უმრავლესობის მხრიდან ასეთ თემებზე, ასეთი უცნაური დამოკიდებულება", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ფიქრია ჩიხრაძემ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებსაც უპასუხა, რომლებიც პრეზიდენტთან შეხვედრაზე არ გამოცხადდნენ.

"თუ ასეთი ფორმატი არ მოსწონთ, მაშინ გვითხრან რაიმე სხვა ტიპის ფორმატი და მზად ვართ მივიღოთ და გავითვალისწინოთ.

ამგვარ შეთავაზებაზე თავის დროზე წამოვიდა იუსტიციის სამინისტრო და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ჰქონდა მათთან შეხვედრა. მაგრამ პარლამენტის ხელმძღვანელობამ და უმრავლესობამ, რატომღაც არ ჩათვალა საჭიროდ, არც ვეტოს დადებამდე და არც ვეტოს შემდეგ, რომ კონსულტაციებში მონაწილეობა მიეღო.

პირადადაც მქონდა გუშინ კომუნიკაცია რამდენიმე ადამიანთან, რაღაც უხერხული კომენტარებია,  რომ აი რაღაც "არ მცალია", "ვერ მოვიცლი", მაგრამ ვიღაც აპირებდა მოსვლას, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ასეთი ერთიანი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რაც მე ვფიქრობ პროცესს აზიანებს ძალიან. 

ჩვენ შეგვეძლო უკეთესი რამ გაგვეკეთებინა, უფრო დამოუკიდებელი სასამართლო და უფრო გაძლიერებული მოსამართლეები მიგვეღო, თუ ამ შენიშვნებს გავითვალისწინებდით", აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო ოპოზიცია იზიარებენ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს სასამართლო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის შენიშვნები და მათი ლოგიკა ეყრდნობა ვენეციის კომისიის მოსაზრებებს. პარლამენტმა არსებითად უნდა განიხილოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, ამ შენიშვნების გათვალისწინებით, კანონად აქციოს ე.წ. მესამე ტალღა.

შეხვედრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge