png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

„რა უნდა მამხილოთ, ორუჯრედიანი ხართ" - დაპირისპირება და სიტყვიერი შეურაცხყოფა პირდაპირ ეთერში

  • საზოგადოება
  • 05.02.2017
  • 12:11
„რა უნდა მამხილოთ, ორუჯრედიანი ხართ" - დაპირისპირება და სიტყვიერი შეურაცხყოფა პირდაპირ ეთერში

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ერთმანეთს პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდნენ.

„გუშინ გახდა ცნობილი ამბავი, რომ მოსამართლეს, რომელსაც ნიკა გვარამია ესაუბრებოდა და იქ მილიონებზე იყო საუბარი, მართლაც დაუდასტურდა მილიონიანი ქონების თუ აქტივების შეძენის ფაქტი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აღნიშნულის შემდეგ ეთერში ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჩაერთო.

„თქვენ იყავით კლასიკური გამყიდველი ადვოკატი, რომელიც თანამშრომლობდა სახელმწიფოსთან მთელი 4 წლის განმავლობაში. ფულს იღებდით ამაში კლინეტებისგან და სახელმწიფოსგან, ჩვეულებრივ სუს-ის აგენტი იყავით. არც ადვოკატად ვარგიხართ და არც პოლიტიკოსად.

მამუკა მდინარაძე:
„ვცდილობ მაქსიმალურად, რომ მაყურებელს პატივი ვცე და შეურაცხყოფაზე არ გადავიდე. თუ შეიძლება, როცა სიმართლეს მოისმენთ, ასეთ გამოხტომებს თავი დაანებეთ“, - მიმართა მამუკა მდინარაძემ ნიკა გვარამიას.

ნიკა გავრამია:

„რა უნდა მამხილოთ, თქვენ ორუჯრედიანი ხართ, ორჯერ ორი არ გესმით იურისპრუდენციაში, თქვენ რა უნდა მამხილოთ?“ 

დეპუტატის განმარტებით, რაც შეეხება მის პირდად გამოცდილებას და იმას, თუ როგორი ადვოკატი იყო, ეს ბევრმა იცის და ამიტომ ამაზე პასუხს არ გასცემს.

„ამ ქვეყანაში სასამართლო იქნება დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და რაც არ უნდა შეტევები განახორციელონ, რაც არ უნდა რთული იყოს ჩემთვის ამ ეთერში ყოფნა და ასე საუბარი, მაინც შევეცდები, რომ ამ მოთმინებით, რაც დღეს გამოვამჟღავნე, რაც ჩემთვის ძალიან რთული იყო, ჩვენი სამშობლოს დემოკრატიას ასეთმა ადამიანებმა ჩრდილი არ მიაყენონ“, - განაცხადა მდინარაძემ და დასძინა, რომ ის ნიკა გვარამიასაც დაიცავს, თუ დასჭირდება, რადგან 11 წლის განმავლობაში უფლებადმცველი იყო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge