png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველო კატართან თანამშრომლობას აღრმავებს

  • პოლიტიკა
  • 07.02.2017
  • 17:16
 საქართველო კატართან თანამშრომლობას აღრმავებს

5-7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ეწვია კატარის სახელმწიფოს.

ვიზიტის ფარგლებში, 5 თებერვალს საქართველოს დელეგაციამ გამართა შეხვედრები კატარის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პარკის (Qatar Science &Technology Park) აღმასრულებელ დირექტორთან მაჰერ ჰაქიმთან (Maher Hakim) და კატარის განვითარების ფონდის (Qatar Development Fund) გენერალურ დირექტორთან ხალიფა ბინ ჯასიმ ალ კუვარისთან (Khalifa bin Jassim Al Kuwari).

კატარის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პარკში გამართული შეხვედრის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კატარის მხარეს დეტალურად გააცნო ქვეყანაში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო და განვითარების კუთხით დაგეგმილი პროექტები. განხილულ იქნა საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში არსებული პროექტები და ამ პროექტებში კატარის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პარკის ჩართულობის შესაძლებლობა. აღინიშნა ამ მიმართულებით მომუშავე კატარელი და  ქართველო ექსპერტების გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობა.

კატარის განვითარების ფონდში შეხვედრისას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ფონდის გენერალურ დირექტორს 2015 წლის ივნისში თბილისში მომხდარი წყალდიდობის მიერ დაზარალებულთა ფონდში გაწეული ფინანსური დახმარებისათვის.

შეხვედრის ფარგლებში კატარის მხარეს მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო პროექტებისა და საქართველოში განხორციელებული სოციალური პროგრამების შესახებ. კატარის განვითარების ფონდის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს დელეგაციას გააცნო ფონდის საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული პროექტები (უმეტესად, ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით).

შეხვედრებისას, კატარის მხარემ დაადასტურა მზადყოფნა განაგრძოს თანამშრომლობა საქართველოსთან როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამართა შეხვედრები    თავდაცვის საკითხებში კატარის სახელმწიფო მინისტრთან ხალიდ ბინ მუჰამად ალ-ატიასთან (Khalid bin Mohamed Al Attiyah) და კატარის საზოგადოებრივი უსაფრთოხების გენერალურ დირექტორთან, გენერალ საად ბინ ჯასიმ ალ-ხულაიფისთან (Saad Bin Jassim Al Khulaifi is the Director General of Public Security (Chief of Police) in Qatar).  კატარის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში საქართველოში  თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ რეფორმებისა და მიმდინარე დემოკრატიული პროცესების შესახებ.

6 თებერვალს საქართველოს დელეგაციამ გამართა შეხვედრა კატარის ერთ-ერთ უმსხვილეს სამშენებლო-საკონსულტაციო კომპანია „ასტადის" (ASTAD) აღმასრულებელ დირექტორთან  ალი ალ ხალიფასთან. შეხვედრისას საუბარი შეეხო კატარული კომპანიის მიერ უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, აგრეთვე  საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ და ურბანულ პროექტებს,  საინვესტიციო  შესაძლებლობებს და კომპანია „ასტად"-თან შესაძლო თანამშრომლობის გზებს.

7 თებერვალს საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა კატარის სატელეკომუნიკაციო კომპანიის Ooredoo-ს მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან, შეიხ საუდ ბინ ნასერ ალ თანისთან (Sheikh Saud Bin Nasser Al Thani) და კატარის სავაჭრო პალატის თავმჯდომარესთან, შეიხ ხალიფა ბინ ჯასიმ ბინ მუჰამედ ალ თანისთან (Sheikh Khalifa Bin Jassim Bin Mohammed Al Thani). შეხვედრებისას საქართველოს დელეგაციამ კატარის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის, ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოს და  საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge