png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თემურ თორდინავა: 107-ე ბაგა-ბაღი, ფაქტობრივად, თავიდან აშენდა

  • საზოგადოება
  • 07.02.2017
  • 18:13
თემურ თორდინავა: 107-ე ბაგა-ბაღი, ფაქტობრივად, თავიდან აშენდა

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, N107-ე საბავშვო ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ საჯარო ბაღებიდან, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მიუხედავად იმისა, რომ შენობა არ იყო ავარიული, მისი შიდა ინფრასტრუქტურა იყო უმძიმეს მდგომარეობაში და ვერ აკმაყოფილებდა ჰიგიენის, სანიტარიისა და უსაფრთხოების ნორმებს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ შენობა მჭიდროდ დასახლებულ უბანში, გლდანის მე-6 მიკრო-რაიონში მდებარეობს და საბავშვო ბაღებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია, იქ სააღმზრდელო პროცესი მაინც მიმდინარეობდა.

შენობის სრული რემონტი გასულ ზაფხულს დაიწყო და სამუშაოების ფარგლებში შეიცვალა ბაღის ფასადი, მოეწყო ღობე, განახლდა შიდა ინტერიერი, სამზარეულო და სველი წერტილები. ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვა; ყველა სააღმზრდელო ოთახში დამონტაჟდა სამეთვალყურეო ვიდეო-კამერები. ბაღში მოეწყო ფსიქოლოგის, სპეც-პედაგოგისა და ექთნის ოთახები.

სარემონტო სამუშაოების შედეგად, ამოქმედდა ავარიული მდგომარეობის გამო დახურული 3 ჯგუფი, რის შედეგადაც ბაღის მომსახურება დამატებით 120-მდე ბავშვმა მიიღო, ასევე შეიმინა შენობის ღია შესასვლელი, სადაც ღონისძიებების გასამართი სივრცე მოეწყო. დღესდღეობით, N107-ე საჯარო ბაგა-ბაღი 470 აღსაზრდელს ემსახურება. დასრულებული სამუშაოები საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ მოადგილესთან, ნინო ბურძენიძესთან ერთად დაათვალიერა და სააღმზრდელო პროცესსაც გაეცნო.

„ახალი ბაღების მშენებლობის პარალელურად, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ძველი ბაღების რეაბილიტაციასაც ინტენსიურად ახორციელებს. ამ ბაღში სააღმზრდელო პროცესის წარმართვა არ შეიძლებოდა, რადგან მდგომარეობა იყო უმძიმესი. ჩატარდა ძალიან მასშტაბური სამუშაოები და შემიძლია ვთქვა, რომ 107-ე ბაგა-ბაღი, ფაქტობრივად, თავიდან აშენდა“, - განაცხადა თემურ თორდინავამ.

ახალი ბაღების მშენებლობის პარალელურად, ძველი ბაღების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია 2017 წელსაც გაგრძელდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge