png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

პრეზიდენტი პირველი მტერია - სალომე ზურაბიშვილი მარგველაშვილს აკრიტიკებს

  • პოლიტიკა
  • 09.02.2017
  • 11:43
 პრეზიდენტი პირველი მტერია - სალომე ზურაბიშვილი მარგველაშვილს აკრიტიკებს

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ვეტოს დაძლებაზე ხმის მიცემასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს და აღნიშნულ საკითხზე სპეციალურ განცხადებას აცვრცელებს:

,,გუშინ პარლამენტის სხდომაზე ხმა მივეცი ვეტოს დაძლევას ხოლო პრეზიდენტის წარდგენილ შენიშვნებს დავუჭირე მხარი, ასევე მხარი დავუჭირე წარდგენილ მოსამამართლეთა კანონის უცვლელ ვერსიას.....
ამას განმარტება სჭირდება:
მიმაჩნია რომ წარდგენილი მესმამე ტალღის კანონპროექტი წარმოადგენს დიდ პროგრესს ჩვენ სასამართლო სისტემაში და ამის ხელოვნურად შეფერხება ქვეყნისთვის დანაშაულია.

ამავდროულად პრეზიდენტის შენიშვნები (გარდა რეფორმის 15 მარტს ამოქმედებისა, რამეთუ მზადყოფნა აუცილებელია სწორი და ეფექტური ამოქმედებისთვის) გასათვალიწინებელი მიმაჩნია: მათ შორის უვადო დაწესება მოსამართლეების საცდელ3 წლიან ვადის გარეშე, მოსმართლებეების მათივე კოლეგებისგან არჩევა და არა იუსტიციის საბჭოს მიერ, იუსტიციის საბჭოს წევრებისთვის სხვა ფუნქციების შეთავსების აკრძალვა .... ეს არავის მოგონილია და წარმოადგენს სწორედ იმ სტანდარტებს, რომლებიც დემოკრატიულ და დამოუკიდებელ სასამართლოს ამკვიდრებს....საითკენაც სწორედ მიდის არსებული კომპლექსური რეფორმა და გუშინ მიღებული კანონიც ....ამიტომ არ მიმაჩნდა სწორი ყოფილიყო ამ შენიშვნების ვეტოს სახით წარდგენა - ვითომცდა კანონი არ ყოფილიყოს დემოკრატიული სტანდარტების სათანადო, ვითომცდა ამ შენიშვნების ბევრად ადრე წარდგენა შეუძლებელი ყოფილიყო, ვითომც და ამ ეტაპების გავლის შემდგომ კანონში შეტანის საშუალებაც არ იყოს ( რეფორმა ჯერდასრულებული არაა) .... 
სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვეტო - ვითომც რამე საგანგაშო ხდებოდეს და არა ჩვეულებრივი პროცესი - ატარებს პოლიტიკურ ელფერს ...პრეზიდენტი აქაც ცდილობს თავი აჩვენოს საზოგადოებას როგრც დემოკრატიის და ინსტიტუტების დამოუკიდებლობის დამცველი - რაც უთუოდ უნდა იყოს - ოღონდ აქ არც დემოკრატია არც მოსამართლეების დამოუკიდებლობა ისეთ საფრთხეში არ იყო, რომ პრეზიდენტი ამ ფორმით ჩარეულიყო .... მისი ჩარევა პირიქით ხელს უწყობს სასამართლოს მიმართ უნდობლობას და არა მის შემდგომ განვითარებას.

მოკლედ ეს არის პოლიტიკური თამაში, რომელსაც ნაციონალები ( კრებითი სიტყვა უფრო მოსახერხებელია) მხარს უჭერენ გასაგები მიზეზების გამო.
რაც მთავარია ეს არის ის პოლიტიკოსობა სახელმწიფო მიდგომის ნაცვლად რომელიც თავად ასუსტებს პრეზიდენტის ინსტიტუტს ! მარტში კი წარდგება პრეზიდენტი პარლამენტის წინ და განგაშის ზარს შეჰკრავს ამ ინსტიტუტის გადასარჩენად, იგივე ითქმის მისი ჩარევაზე საზმაუსის საქმეებში, როცა ჯერ არაფერი ამას მოითხოვს და ტყუილად აქაც ნაცების აჟიოტაჟს უბავს მხარს ...
როგორც მომხრე პრეზიდენტის ინსტიტუტის შენარჩუნების ვფიქრობ ამ გაპოლიტიზირებულ ქმედებებით პრეზიდენტი თავისი პირველი მტერია!“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge