png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

2014 წელს საქართველოში 77 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა

  • ეკონომიკა
  • 28.10.2015
  • 11:55
2014 წელს საქართველოში 77 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოში 77 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 20.8% მდებარეობს იმერეთში, 18,2% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 16,9% - კახეთში, 13,0% - შიდა ქართლში, ხოლო დანარჩენი 31,2% - სხვა რეგიონებშია განთავსებული.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში მოქმედ სასაკლაოებში დღის განმავლობაში მაქსიმუმ 12192 ერთეული პირუტყვის დაკვლაა შესაძლებელი (ნაკლავის შესაძლო მაქსიმალური დღიური მოცულობა).

2014 წლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 240438 სული პირუტყვი, მათ შორის 77.0% მსხვილფეხა, ხოლო 23.0% - წვრილფეხა.

სასაკლაოების მიერ გასული წლის განმავლობაში 15990,6 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა), საიდანაც უდიდესი ნაწილი (94.0%) მსხვილფეხა პირუტყვის ხორცზე მოდიოდა.

2014 წლის განმავლობაში დაკლული პირუტყვიდან 18.9% შესყიდული იყო სასაკლაოს მიერ. მომსახურების ღირებულებამ 5,0 მლნ ლარი შეადგინა, მომსახურება გაეწია 28792 პირს, საიდანაც 48.6% შინამეურნეობებს (ოჯახურ მეურნეობებს) წარმოადგენდნენ. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალოწლიურმა რაოდენობამ 513 კაცი შეადგინა.

სასაკლაოების უმრავლესობა (50.6%) ნაწილობრივ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, 39.0% აღჭურვილია სრულად, ხოლო 10,4% არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სასაკლაოების 71.1% არ სარგებლობს სესხით, ხოლო 28.9%-ს აღებული აქვს სესხი სხვადასხვა მიზნით: 90.9% - ძირითადი კაპიტალის შეძენისთვის, 4.5%-ს საბრუნავი კაპიტალისათვის და 4.5%ს როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის; სასაკლაოების 33,8% თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას კონკურენტუნარიანობაზე შესაბამისი მოწყობილობის/ ტექნოლოგიის უქონლობა ახდენს. სასაკლაოების 18,2% მნიშვნელოვან ფაქტორად მომსახურებაზე დაბალ მოთხოვნას ასახელებს, 13,0% - ფინანსურ რესურსებზე სუსტ ხელმისაწვდომობას, 11,0%-ის აზრით კონკურენტუნარიანობაზე ყველაზე მეტად გავლენას ახდენს კომუნალური გადასახადების სიდიდე, 7,8%-ის აზრით - თანამშრომელთა კვალიფიკაცია, 3,9%-ის აზრით - სუსტი კავშირი მწარმოებლებთან, 2,6% - სახელმწიფო გადასახადების სიდიდეს ასახელებს, ხოლო დარჩენილი 7,8% - სხვა ფაქტორებზე მოდის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge