png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

პატრიარქის მიმართ ადგილი ჰქონდა უმძიმესი დანაშაულის ჩადენის მცდელობას - ეკა ბესელია

  • კომენტარები
  • 13.02.2017
  • 14:10
პატრიარქის მიმართ ადგილი ჰქონდა უმძიმესი დანაშაულის ჩადენის მცდელობას - ეკა ბესელია

პატრიარქის მიმართ ადგილი ჰქონდა უმძიმესი დანაშაულის ჩადენის მცდელობას, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, მამა გიორგი მამალაძის დაკავების საკითხზე კომენტარს პროკურატურა გააკეთებს.

,,პატრიარქის ჯანმრთელობა და მისი უსაფრთხოება არის დაცული. დამატებით შემიძლია გითხრათ, რომ მოგვიანებით მთავარი პროკურორი და მთავარი პროკურატურა გააკეთებენ განცხადებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება უმძიმესი დანაშაულის ჩადენის მცდელობას, რომელიც აღკვეთილი იქნა ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურის სხვა სამსახურებთან კოორდინაციით. პრემიერის გადაწყვეტილებით, ბერლინში იმყოფება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი და პატრიარქის უსაფრთხოება არის გარანტირებული. გამოძიება კონფიდენციალურ ფორმატში მიმდინარეობს. მე დეტალებზე ინფორმაცია, ბუნებრივია, არ მაქვს. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენა იქნა თავიდან აცილებული. ამისთვის მადლობა ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც კოორდინირებულად იმუშავეს და თავიდან იქნა აცილებული უმძიმესი შედეგი. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, ყველა ფაქტი იქნება გამოძიებული და მეტი ინფორმაცია გვექნება, როგორც კი კანონით შესაძლებელი გახდება. პატრიარქის უსაფრთხოებაზე მაქსიმალური ზრუნვაა და მაქსიმალური უსაფრთხოების ზომებია მიღებული. მზადდებოდა მძიმე დანაშაული, კონკრეტულად ვის მიერ და ვის მიმართ და რა ფორმით ამაზე მოგვიანებით ისაუბრებს პროკურატურა. საქმეს ადევს გრიფით „საიდუმლო“. იცით, რომ წინასწარი პატიმრობის თაობაზე ბრძანება გაცემულია", - განაცხადა ბესელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge